01-Sep-2022

თვითმომსახურების კიოსკი არის ინტერაქტიული ტაბლეტი, ან სენსორული კომპიუტერი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მიიღოს ინფორმაცია და სერვისი ადამიანთან უშუალო ურთიერთობის გარეშე. ციფრულ თვითმომსახურების კიოსკების დანერგვა ბიზნესს საშუალებას აძლევს ეფექტიანად გააფართოვოს ოპერაციები და შეამციროს ხარჯები.
მათი საშუალებით შესაძლებელია პროდუქტის სწრაფად შეძენა, სერვისის, ან, ინფორმაციის მიღება, რიგისგან თავის დაღწევა და დროის დაზოგვა.
თვითმომსახურების ტექნოლოგიის კიდევ ერთი უპირატესობაა რომ მომხმარებელს აქვს საშუალება, “იკონტაქტოს” პროდუქტებთან, სერვისებთან ან კომპანიებთან მისთვის კომფორტული გზით. სხვა სიტყვებით, ადამიანები იძენენ საქონელს და მომსახურებას დამოუკიდებლად - ზეწოლის, ან, აჩქარების გარეშე. რაც კმაყოფილ მომხმარებელთა დაბრუნების მეტ პოტენციალს შეიცავს. ინფორმაციის შემთხვევაში, ხშირად, თვითმომსახურების ფორმატში უფრო მოსახერხებელია მისი მოძიება-გაცნობა, ვიდრე ოპერატორთან საუბარი.
შეგხვედრიათ გზამკვლევი კიოსკები, რომლებიც გვიჩვენებენ შენობაში ობიექტების განლაგებას, ან გისარგებლიათ ციფრული კატალოგით? ალბათ, ბურგერიც ბევრჯერ შეგიკვეთიათ  სწრაფი კვების დაწესებულებაში. ამ ბლოგში სწორედ კაფე-რესტორნების კიოსკებს მიმოვიხილავთ.

wendys-blog

თვითმომსახურების კიოსკები და ჰორეკა სექტორი
ბოლო წლებში, მომხმარებლები მიეჩვივნენ თვითმომსახურებას, იქნება ეს პროდუქტის შეძენა, მენიუს შერჩევა, საკვების შეკვეთა, თუ გადახდა. ეს ყველაფერი კი კიდევ უფრო გაადვილა „თაჩსქრინ“ ტექნოლოგიებმა. შეიძლება თამამად ითქვას რომ თვითმომსახურების პრაქტიკა გამონაკლისიდან უკვე ნორმად იქცა;
Business Insider-ის მიხედვით, ციფრული თვითმომსახურების კიოსკების შეკვეთიდან სულ რაღაც ერთი წელში, მაკდონალდსმა გაყიდვები 5-6%-ით გაზარდა.

დადებითი მხარეები
საკვები დაწესებულებების მენეჯერებს შუძლიათ პერსონალი ისეთ არარუტინულ, რთულ და პრობლემურ საკითხებზე „გადაისროლონ”, სადაც ადამიანური ჩართულობა მნიშვნელოვანია.  გამოთავისუფლებული დრო მიღებული შეკვეთების დამუშავებაზე შეიძლება დაიხარჯოს, რაც საგრძნობლად შეამცირებს შეკვეთის შემოსვლიდან დასრულებამდე პერიოდს და მომხმარებლის კმაყოფილებაში პოზიტიურად კონვერტირდება.

wendys-blog-fina

მცდარია მოსაზრება რომ „ტექნოლოგიები ადამიანებს სამსახურებს ართმევენ“. პირიქით, სწრაფი კვების კიოსკები სარესტორნო ბიზნესებს ეხმარება შეკვეთების სიზუსტესა და პერსონალიზაციაში.
ცნობილი ფაქტია რომ კლასიკურ პროდუქტების ნაკრებებში ცვლილებების შეტანა მეტად დამღლელი და ხარვეზიანია. თვითმომსახურების კიოსკი კი მნიშვნელოვნად ამცირებს ადამიანური შეცდომების ალბათობას.
კვლევებმა აჩვენა, რომ სტუმრები თვითმომსახურებით 30%-ით მეტს ხარჯავენ მაკდონალდსში და 20%-ით მეტს Taco Bell-ში. ასე რომ, მომხმარებლის მიერ მეტის ხარჯვაც დიდი პლუსია.

უარყოფითი მხარეები:
 • კიოსკების ინსტალაცია დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან, თუმცა, მოლარის აყვანა და სალაროს აღჭურვაც ასევე  ინვესტიციას ითხოვს.

 • მომხმარებელთან ნაკლები შეხების წერტილი - ადამიანური კომუნიკაციის ნაკლებობა და პერსონიფიკაციის არარსებობა. ეს უფრო ეხება ისეთ საკვებ დაწესებულებებს, სადაც მენიუს ურჩევენ და მომხმარებელი კონსულტაციისთვის პერსონალს მიმართავს.

 • ტექნოლოგიის მიუღებლობა - მოსახლეობის ნაწილს აქვს გაჯეტებთან ურთიერთობის შიში და მოლარისთვის კითხვების დასმა ურჩევნია. თუმცა, პანდემიამ  ბევრი ასეთი ადამიანი აიძულა ტექნოლოგიები აეთვისებინა და ეს ტრენდი მზარდია.

 გჭირდებათ რესტორნის კიოსკი?
 თუ ყოყმანობთ თვითმომსახურების კიოსკის დანერგვაზე და იმაზე, თუ როგორ აისახება ეს ცვლილება მომხმარებლებზე, არის რამდენიმე პუნქტი, რომელიც უნდა გაიაზროთ გადაწყვეტილების მიღებამდე.

• თუ თქვენი მომსახურება სწრაფია და მომხმარებლებად ახალგაზრდებს მოიაზრებთ, დიდი შანსია, რომ მათ მოეწონოთ თვითმომსახურების კიოსკი. ადამიანებს უყვართ, როცა თავად აწყობენ სასურველ კომბოს. ეკრანზე ინგრედიენტების მონიშვნა ხომ უფრო მარტივია, ვიდრე მოლარისთვის კარნახი?! რეალური მაგალითი ამერიკული რესტორნების ქსელი Wendy's არის საქართველოში, რომელიც პროგრამულად უზრუნველჰყო კომპანია FINA-მ, რაც მოიცავს როგორც შეკვეთების სრულ ავტომატიზაციას, ასევე, თვითმომსახურების კიოსკებს
• თუ გსურთ გააუმჯობესოთ ნელი სერვისი, რიგები და შეცდომების ხშირი შეყვანა, რაც იწვევს არასწორ შეკვეთებს, შეკვეთისა და გადახდის კიოსკი ნამდვილად თქვენთვისაა.

და ბოლოს:
Პოსტპანდემიურ ერაში ტექნოლოგიების დანერგვის ტემპი კიდევ უფრო მეტად აჩქარდა გასაგები მიზეზების გამო. თვითმომსახურების სისტემები ეხმარება ბიზნესებს სწრაფად გადაჭრას რიგი საკითხები და აძლევს მომხმარებელს მეტ თავისუფლებას.  თვითმომსახურება არის ტენდენცია, რომელიც თითქმის ყველა ინდუსტრიას ჭირდება და, ადრე თუ გვიან, დაინერგება...

 


14-Mar-2024
სიახლე რესტორნებისთვის - მიიღეთ შეკვეთები მიმტანის მობილური აპლიკაციით
კომპანია FINA წარმოგიდგენთ მიმტანის აპლიკაციას, რომელიც გარდაქმნის აქამდე არსებულ გამოცდილებას და გაზრდის რესტორნების მუშაობის ეფექტურობას. თანამედროვე სამყაროში დროს და სისწრაფეს მომსახურებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
12-Jul-2023
FINA restaurant module integration with GLOVO, WOLT and BOLT delivery services
First time in Georgia the automatic reflection of incoming orders in food facilities is possible in the cloud restaurant module of FINA24, which simplifies daily processes and responds to modern technological challenges. With active cooperation, from now FINA Restaurant Module is already integrated with GLOVO, WOLT and BOLT delivery services, which means simplifying processes in food facilities: Incoming orders from the delivery platform to the cashier are reflected directly in the FINA sales module and after confirmation it will automatically sent in the kitchen. Cashiers no longer have to manually enter orders into the POS software and therefore, the risk of making mistakes is significantly reduced.
24-Feb-2023
Sales mobile application for store
With the application developed by FINA, you can carry out sales, manage inventory and stocks, and issue consignment notes even from your mobile phone. You will no longer need to buy and place expensive POS equipment, which is very convenient in case of small spaces.
5000+
Organizations Already Use FINA
#
ANYDESK
LEAVE A MESSAGE
CONTACT US