კომპანია FINA წარმოგიდგენთ მიმტანის აპლიკაციას, რომელიც გარდაქმნის აქამდე არსებულ გამოცდილებას და გაზრდის რესტორნების მუშაობის ეფექტურობას. თანამედროვე სამყაროში დროს და სისწრაფეს მომსახურებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ მიმტანის აპლიკაცია შექმნილია ხარისხის გასაუმჯობესებლად და პერსონალის დროის დასაზოგად, ეს ყველაფერი კი იძლევა საშუალებას რომ მომხმარებელს დაეთმოს მეტი ყურადღება.
დღეისათვის, ევროპის ქვეყნების კაფე-რესტორნებში მიმტანის აპლიკაცია წარმატებით გამოიყენება. კომპანია FINA-ს მიზანი სწორედ აღნიშნული პროდუქტის ქართულ ბაზარზე დამკვიდრება და სარესტორნო ბიზნესისთვის მომსახურების გამარტივებაა.
მიმტანის აპლიკაციის უპირატესობა განსაკუთრებით აღსანიშნავია კაფე-რესტორნებში დატვირთული საათების პერიოდში. აღნიშნული აპლიკაციით სარგებლობით თავიდან აირიდებთ მიმტანების რიგს POS ტერმინალთან. აპლიკაცია პერსონალს აძლევს საშუალებას მიიღოს შეკვეთები მაგიდასთან და სწრაფად გადაგზავნოს დასამზადებლად.
მიმტანის აპლიკაცია მარტივი პროგრამაა, რომლის გამოსაყენებლად მიმტანისთვის მხოლოდ მობილური ან პლანშეტი და სამზარეულოში პრინტერია საჭირო. წარმოიდგინეთ, შედიხართ რესტორანში, სადაც მიმტანი მაგიდასთან გხვდებათ არა კალმით და ფურცლით, არამედ მობილურით, საიდანაც იღებს თქვენს შეკვეთას და აგზავნის პირდაპირ მზარეულთან, რის შედეგადაც შეკვეთის დამზადების დრო საგრძნობლად მცირდება, რაც აისახება სტუმრის დადებით განწყობასა და კმაყოფილებაზე.
მიმტანის აპლიკაციას გააჩნია ყველა ის შესაძლებლობა, რაც სტანდარტული რესტორნის POS პროგრამას ახასიათებს. მობილური აპლიკაციის გამოყენება ასევე შესაძლებელია არსებულ POS-თან ერთობლიობაში.
სარესტორნო ბიზნესის მფლობელებისთვის აღნიშნული აპლიკაციით სარგებლობა ნიშნავს გამარტივებულ ოპერაციებს, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ხარჯებისა და შეცდომების რისკის შემცირებას პერსონალის მხრიდან და კმაყოფილ მომხმარებელთა გაზრდილ რაოდენობას.
კომპანია FINA ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და 13 წლის მანძილზე კომპანიებს პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მუდმივ სიახლეებს სთავაზობს. ამასთან, სტაბილურობა და მაღალი ხარისხი FINA-ს მთავარი ფასეულობებია. ვაჭრობის, დისტრიბუციის, სასტუმრო, სარესტორნო და სხვა მიმართულების 5000-ზე მეტმა კომპანიამ უკვე გაიმარტივა შიდა პროცესების აღრიცხვა FINA-სთან ერთად.