19-May-2022

ბიზნეს სამყარო იცვლება, მის ცვლილებაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ტექნოლოგიური პროგრესი, შესაბამისად, კომპანიები არ უნდა ჩამორჩნენ უახლეს ტენდენციებს.

პროგრამული უზრუნველყოფაც ტექნოლოგიური პროგრესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის საშუალებითაც ბიზნესს შეუძლია გააციფრულოს ყოველდღიური პროცესები და ავტომატიზებული გახადოს საქმიანობა.

რა არის ბიზნესის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა?

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის სისტემა, რომელიც ამუშავებს მონაცემებს, ზოგავს ადამიანურ რესურსს, გამორიცხავს მექანიკურ შეცდომებს და იძლევა სტატისტიკურ რეპორტებს. პროგრამული უზრუნველყოფის მთავარი მიზანი ოპერაციების გამარტივება და ბიზნესის ეფექტური მართვაა.

ბიზნესის ტიპიდან გამომდინარე განსხვავდება პროგრამული უზრუნველყოფაც, ამიტომ მეწარმეები სწორედ იმ პროგრამებს იყენებენ, რომლებიც ზუსტადაა მორგებული მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე.

გაგაცნობთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ არის კარგი იდეა პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა კვების ობიექტზე:

1. პროგრამა აძლიერებს თქვენს ბიზნესს
პროგრამული უზრუნველყოფა „ალაგებს“ ბიზნეს პროცესებს, პირველ რიგში პროგრამაში ხდება სხვადასხვა მონაცემების შეტანა - სასაქონლო სიის, მომწოდებლების, ასევე მომხმარებლების დარეგისტრირება, ავტომატურ რეჟიმში შესყიდვებისა და გაყიდვების დაფიქსირება, RS პორტალთან ინტეგრაცია, მენიუს, მაგიდების გაწყობა, ფასების გაწერა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ფინანსების, ნაშთებისა და საწყობების კონტროლი. ამ ყოველდღიური ოპერაციების გაციფრულების შედეგად მოწესრიგებულია კომპანიაში მიმდინარე პროცესები, რაც აძლიერებს ბიზნესს.

2. ამარტივებს პროცესებს
ნედლეულის შესყიდვიდან დაწყებული, თანხის მიღებამდე დამთავრებული, კვების ობიექტზე უამრავი სხვადასხვა პროცესი მიმდინარეობს, ამ პროცესების შესრულება პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების გარეშე დიდ დროსა და ადამიანურ რესურსს მოითხოვს. მაგალითად, პროგრამაში მარტივადაა შესაძლებელი სულ რამდენიმე მოქმედებით შევქმნათ მენიუ, თითოეულ კერძს გავუწეროთ რეცეპტები, ხოლო როცა ეს კერძი დამზადდება და გაიყიდება, საწყობს ავტომატურად მოაკლდება მასში შემავალი ინგრედიენტები. შესყიდვა - გაწყობა - წარმოება - გაყიდვა - ხარჯების დარიცხვა - სწორედ ამ ჯაჭვური მოქმედებების პროგრამაში შესრულების შემდეგ ხდება პროცესი მარტივი და ეფექტური, ამასთანავე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანური, მექანიკური შეცდომები ფაქტობრივად მინიმუმამდეა დაყვანილი.

3. გაძლევთ ისეთ მონაცემებს, რომლებიც დაგეხმარებათ სამომავლო გეგმების დასახვაში
რეპორტები და ანალიტიკა - მონაცემები, რომელთა ანალიზისა და სწორი გეგმის შემუშავების შემდეგ ბიზნესი აუცილებლად მიაღწევს წარმატებას. პროგრამული უზრუნველყოფა ბევრ მნიშვნელოვან რეპორტს გვაძლევს: ფინანსური რეპორტები, შემოსული თანხები ობიექტების მიხედვით, კერძების მიხედვით, პერიოდის მიხედვით, ასევე საოპერაციო ხარჯები, სახელმწიფო გადასახადები, ბრუნვა, სასაქონლო რეპორტები საწყობების ჭრილში, ნაშთები, კრიტიკული ნაშთები, ვადები და ა.შ. ამ მოანაცემებზე დაყრდნობით ხდება სწორი საფასო პოლიტიკის განსაზღვრა, ხარჯების ოპტიმიზაცია, მენიუს ცვლილება და სხვა. საბოლოოდ მეწარმე გადის იმ შედეგზე და აღწევს იმ მიზანს, რომელიც თავიდანვე ჰქონდა დასახული.

fina pos restaurant

4. ეხმარება ბიზნესს მარკეტინგში
შიდა პროცესების დალაგებისა და მართვის გარდა, პროგრამული უზრუნველყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა დავგეგმოთ და განვახორციელოთ მარკეტინგული აქტივობები. პროგრამასთან ინტეგრირებული დაგროვებისა და ფასდაკლების ბარათების მოდული, მომხმარებლისთვის განსაკუთრებული სტატუსისა და ბენეფიტების მინიჭების ეფექტური საშუალებაა. ლოიალობის სისტემის გარდა, პროგრამაშივე შეგვიძლია გავაწყოთ სააქციო საათები, სპეციალური საჩუქრები, აქციები და რაც ასევე ძალიან საინტერესოა - ჩვენს მომხმარებლებს პირდაპირ პროგრამიდან ვეკონტაქტოთ, გავუგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინებები სხვადასხვა აქციის, ფასდაკლებისა თუ სიახლის შესახებ.

5. აუმჯობესებს გაყიდვებისა და მომსახურების სტანდარტებს
მომხმარებლები ბიზნესის მიმართ საკმაოდ მომთხოვნები გახდნენ, როცა პროდუქტში ან მომსახურებაში გარკვეულ თანხას იხდიან, რა თქმა უნდა შესაბამის სერვისსაც ითხოვენ, ამიტომ, პროგრამული უზრუნველყოფა ეხმარება თქვენს ბიზნესს დადებითად პოზიციონირდეს მომხმარებლის გონებაში, მაგალითად, როცა დატვირთულ სწრაფი კვების ობიექტში შევდივართ, მნიშვნელოვანია კომფორტული სერვისი მივიღოთ, არ გვიწევდეს შეკვეთის გასაკეთებლად რიგში დიდხანს ყოფნა, კერძის დიდხანს ლოდინი, ასევე გადახდის სისტემაც მოქნილი უნდა იყოს. სხვადასხვა ტექნიკური ერთეულები ამარტივებენ ამ პროცესს, მაგალითად თვითმომსახურების კიოსკები, მზარეულის მონიტორები, რიგის ნომრები და თერმული პრინტერები, რომლებიც შეკვეთებს დეტალურად ბეჭდავენ შესაბამისი რიგის ნომრით. რა თქმა უნდა ამ ტექნიკურ ერთეულებს პროგრამული უზრუნველყოფა აკავშირებს ერთმანეთთან და ერთიანობაში იქმნება ეფექტური და სწრაფი სერვისი, რაც პირდაპირპროპორციულია მომხმარებლის კმაყოფილების.

თუ კი ჯერ კიდევ არ იყენებთ პროგრამულ უზრუნველყოფას, გირჩევთ მალევე გააციფრულოთ პროცესები, დანერგვიდან სულ რამდენიმე კვირაში უკვე იგრძნობთ, თუ რამდენად გამარტივდება, აჩქარდება და ეფექტური გახდება მუშაობის პროცესი თქვენს კვების ობიექტზე. აქვე გეტყვით, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პროცესების სრულ ავტომატიზაციას, პროგრამა FINA უზრუნველყოფს.


14-Mar-2024
სიახლე რესტორნებისთვის - მიიღეთ შეკვეთები მიმტანის მობილური აპლიკაციით
კომპანია FINA წარმოგიდგენთ მიმტანის აპლიკაციას, რომელიც გარდაქმნის აქამდე არსებულ გამოცდილებას და გაზრდის რესტორნების მუშაობის ეფექტურობას. თანამედროვე სამყაროში დროს და სისწრაფეს მომსახურებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
12-Jul-2023
FINA restaurant module integration with GLOVO, WOLT and BOLT delivery services
First time in Georgia the automatic reflection of incoming orders in food facilities is possible in the cloud restaurant module of FINA24, which simplifies daily processes and responds to modern technological challenges. With active cooperation, from now FINA Restaurant Module is already integrated with GLOVO, WOLT and BOLT delivery services, which means simplifying processes in food facilities: Incoming orders from the delivery platform to the cashier are reflected directly in the FINA sales module and after confirmation it will automatically sent in the kitchen. Cashiers no longer have to manually enter orders into the POS software and therefore, the risk of making mistakes is significantly reduced.
24-Feb-2023
Sales mobile application for store
With the application developed by FINA, you can carry out sales, manage inventory and stocks, and issue consignment notes even from your mobile phone. You will no longer need to buy and place expensive POS equipment, which is very convenient in case of small spaces.
5000+
Organizations Already Use FINA
#
ANYDESK
LEAVE A MESSAGE
CONTACT US