18-Oct-2023

სხვადასხვა კომპანიები აუდიტორიაზე შთაბეჭდილების მოსახდენად მუდმივად ცდილობენ ახალი გზების მოძიებას. ტექნოლოგიების ეპოქაში მომხმარებლებისთვის ასეთი გამოწვევების მიღება მარტივი და საინტერესოა. დროში, რომელშიც ვცხოვრობთ, ყოველდღიურად რთულია საკუთარი მომხმარებლის ერთგულების შენარჩუნება, რადგან ერთსა და იმავე პროდუქტსა თუ მომსახურებაზე ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, გამორჩეული შეთავაზებები და წამახალისებელი აქციები ნებისმიერი ბიზნესისთვის აუცილებელი მოთხოვნაა იმისთვის, რომ საკუთარ მომხმარებელს სერვის პლუსი შესთავაზოს. მომხმარებელთან დაახლოების საუკეთესო გზა ლოიალობის ან დაჯილდოების პროგრამებია, რაც იზიდავს მათ, ხოლო კომპანიებს ფინანსურ სტაბილურობასა და სოციალური აქტუალურობის გარანტიას უქმნის. წამახალისებელი პროგრამების გამოყენება კი თავისთავად ზრდის ბრენდის მიმართ დაინტერესებას.

ლოალობის პროგრამები შეიძლება სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდეს, მაგალითად: ერთგულ მომხმარებლებთან წინასწარი შეტყობინებების გაგზავნა ახალ პროდუქტებზე ადრეული წვდომის შესაძლებლობის შესახებ, შეტყობინებები ფასდაკლებებისა და სასაჩუქრე ან გაუმჯობესებული პროდუქციის/მომსახურების შესახებ, სპეციალური შეთავაზებების გაკეთება, როგორიცაა უფასო ან დაჩქარებული მიწოდების სერვისი, განსაკუთრებული ფასდაკლებები და ა.შ.

საინტერესოა, რამდენად ხშირად სარგებლობენ ერთგული მომხმარებლები ლოიალობის პროგრამით, რა არის მათთვის ყველაზე სასურველი ჯილდო ან რომელ პროდუქტებს ყიდულობენ ისინი ყველაზე ხშირად? კომპანიას როდესაც საკუთარი აუდიტორიის შესახებ ინფორმაციის მოპოვება სურს, ეს მონაცემები აუცილებლად გასათვალისწინებელია. მუდმივად ჩართული აუდიტორია კი ყოველთვის აძლევს სწორ მიმართულებას ბიზნესს, თუ რა კუთხით უნდა განვითარდეს და როგორ გამოასწოროს შეცდომები.

ლოიალობის პროგრამები განსაკუთრებით ეხმარება დიდი მოცულობის ბიზნესებს ბაზარზე შეინარჩუნონ სტაბილურობა, ერთგული მომხმარებლის შექმნაზე ზრუნვა კი ფუნდამენტური ღირებულება უნდა იყოს ნებისმიერი ბიზნესის სახეობისთვის.

ბიზნესის მართვის პროგრამაში ლოიალობის მოდულის ინტეგრაცია ან ფასდაკლების ვაუჩერები მიანიშნებს იმაზე, რომ კომპანია მუდმივი მომხმარებლების ფორმირებაზეა ორიენტირებული.

ამასთანავე, ლოიალობის პროგრამები არ არის ერთადერთი გზა მომხმარებელთა ერთგულების მოსაპოვებლად. საცალო ვაჭრობაში Amazon იყენებს წევრობის პროგრამას, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროგრამით სარგებლობისთვის ყოველთვიური ან ყოველწლიური გადასახადი არსებობს, მომხმარებლების დიდი ნაწილი მაინც კმაყოფილია, რადგან ამ თანხით ისინი ყიდულობენ პრივილეგიას, როგორიცაა: უფასო მიწოდების სერვისი, აქვთ სხვადასხვა შეღავათები და ა.შ.

კომპანიებისთვის ლოიალობის ან დაჯილდოების პროგრამის ქონის კიდევ ერთი დიდი უპირატესობა ე.წ Word of Mouth არის. გიფიქრიათ იმაზე, თუ რას გააკეთებდით თქვენ, კონკრეტულ რესტორანს, კაფეს ან თუნდაც ფეხსაცმლის მაღაზიას, რომელიც მოგწონთ, რაიმე პროგრამა რომ ჰქონდეს? სრულიად ბუნებრივია, ამის შესახებ მეგობრებს შეატყობინებდით. ლოიალობის პროგრამის საშუალებით მარტივია ერთმა მომხმარებელმა კონკრეტული ბიზნესისკენ მიმართოს მეგობრები და სანაცნობო წრე, რაც ცხადია, საგრძნობლად გაზრდის გაყიდვებს.

ისეთი კომპანიები, რომლებიც ხშირად მოხმარებად პროდუქტებს აწარმოებენ, განსაკუთრებით ესმით მომხმარებლების სურვილების, შესაბამისად, ლოიალობის პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მარკეტინგული სვლაა, ბევრი ერთგული მომხმარებლის არსებობა კი აუცილებლად განაპირობებს ცნობადობას და რა თქმა უნდა ბიზნესის სწრაფ განვითარებას.

FINA-ს პროგრამაში მომხმარებლებისთვის სხვა მრავალ გამარტივებულ მოდულთან ერთად, ინტეგრირებული ლოიალობის პროგრამით სარგებლობაც შესაძლებელია. დაგროვებისა და ფასდაკლების ბარათების მხარდაჭერა კი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული სტატუსისა და ბენეფიტის მინიჭების ეფექტური საშუალებაა.

FINA-ს პროგრამაში შესაძლებელია როგორც კომპანიის მომხმარებლების ბაზის შექმნა, ასევე მათთვის სპეციალური ფასდაკლების, დაგროვებისა და სასაჩუქრე ბარათების მინიჭება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მომხმარებლების წახალისება მათთვის განკუთვნილი საჩუქრებითა თუ ფასდაკლებებით, ერთგვარი შეხსენებაა იმისა, რომ კვლავ შეიძინონ კომპანიის პროდუქტი ან მომსახურება.


14-Mar-2024
სიახლე რესტორნებისთვის - მიიღეთ შეკვეთები მიმტანის მობილური აპლიკაციით
კომპანია FINA წარმოგიდგენთ მიმტანის აპლიკაციას, რომელიც გარდაქმნის აქამდე არსებულ გამოცდილებას და გაზრდის რესტორნების მუშაობის ეფექტურობას. თანამედროვე სამყაროში დროს და სისწრაფეს მომსახურებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
12-Jul-2023
FINA restaurant module integration with GLOVO, WOLT and BOLT delivery services
First time in Georgia the automatic reflection of incoming orders in food facilities is possible in the cloud restaurant module of FINA24, which simplifies daily processes and responds to modern technological challenges. With active cooperation, from now FINA Restaurant Module is already integrated with GLOVO, WOLT and BOLT delivery services, which means simplifying processes in food facilities: Incoming orders from the delivery platform to the cashier are reflected directly in the FINA sales module and after confirmation it will automatically sent in the kitchen. Cashiers no longer have to manually enter orders into the POS software and therefore, the risk of making mistakes is significantly reduced.
24-Feb-2023
Sales mobile application for store
With the application developed by FINA, you can carry out sales, manage inventory and stocks, and issue consignment notes even from your mobile phone. You will no longer need to buy and place expensive POS equipment, which is very convenient in case of small spaces.
5000+
Organizations Already Use FINA
#
ANYDESK
LEAVE A MESSAGE
CONTACT US