იცოდით, რომ ბიზნესის დაარსების საწყის ეტაპებზე კომპანიის შიდა მონაცემებისა და ფინანსების ეფექტურად მართვისთვის თავიდანვე საჭიროა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამით სარგებლობა, რომელიც საგრძნობლად ამარტივებს ყოველდღიურ რუტინულ საქმიანობას ბუღალტრებისათვის და მოიცავს როგორც გაყიდვების, ვაჭრობის, რესტორნისა და სასტუმროს, ასევე დასწრების მოდულებს.
FINA-ს ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა მორგებულია ბიზნესის ყველა მიმართულებასა და კანონმდებლობაზე. აღნიშნულ პროგრამას შეუძლია ბუღალტრული ტრანზაქციების აღრიცხვა, ძირითადი ფუნქციონალით კი შესაძლებელია გაყიდვების, შესყიდვების, მარაგების, ძირითადი საშუალებების მართვა და სხვა.
საკმაოდ მარტივია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამით ხელფასებისა და დივიდენდების სრულფასოვანი მართვა შესაბამისი რეპორტინგით, რომელთა ატვირთვა შესაძლებელია RS.GE-სა და საპენსიო პორტალზე. მომხმარებლისთვის ინვოისების გაგზავნა ხდება PDF ფორმატში. ბიზნესის ტიპის და სიდიდის მიხედვით FINA-ს პროგრამა ერგება ყველა მიმართულებას, როგორც სტარტაპებს, ასევე მსხვილ კომპანიებს, რომლებსაც პროგრამული უზრუნველყოფის რამდენიმე მოდულის გამოყენება ერთდროულად სჭირდებათ.
განვიხილოთ რამდენიმე მიზეზი, რის გამოც კომპანიის დაარსების ადრეულ ეტაპზევე უნდა იზრუნოთ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამით სარგებლობაზე.
ერთ-ერთი უპირატესობა, რომელიც FINA-ს პროგრამას გააჩნია, ბანკებთან დაკავშირება და შესრულებული ტრანზაქციების პროგრამაში ჩამოტვირთვის შესაძლებლობაა. ასევე, პროგრამას მხარდაჭერა აქვს ავანსების მართვისა და RS.GE-დან სასაქონლო ზედნადებების ატვირთვა-ჩამოტვირთვის.
ნებისმიერი ახალი პროგრამული სისტემის მსგავსად, ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამით სარგებლობისთვის წინასწარ უნდა განსაზღვროთ ინსტალაციის დრო, თუმცა როგორც კი პროგრამით სარგებლობას დაიწყებთ, ყოველდღიურ, ხელით შესასრულებელ ოპერაციებს ავტომატური ბუღალტრული გატარებები ჩაანაცვლებს. შედეგად კი დაზოგავთ დროს და ადამიანურ რესურსს.
პროგრამა ავტომატურად დაგიგენერირებთ რეპორტებს. FINA-ს ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ავტომატურად განახლებადი რეპორტების მეშვეობით შეძლებთ თქვენთვის სასურველ დროს, ღილაკზე თითის დაჭერით მარტივად ჩამოტვირთოთ ბალანსი და ფულადი ნაკადების ანგარიშგება. ასევე, კომპანიის შემოსავლისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე განსხვავებული რეპორტი გჭირდებათ, FINA-ს სპეციალური რეპორტინგის მომსახურებით შესაძლებელია ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე შემუშავდეს სპეც. რეპორტი, რომელიც კონკრეტული მიმართულების ბიზნესის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. აღნიშნული ფუნქციით კომპანიის საქმიანობა მეტად გამჭვირვალე და სანდო ხდება დაინტერესებული პირებისთვის.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რადგან FINA-ს ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა თავსებადია ექსელთან, საჭირო ბაზების იმპორტი და ექსპორტი მარტივად არის შესასრულებელი.
ყოველდღიურ სამუშაო პროცესში FINA-ს პროგრამაში შესაძლებელია გატარებულ ოპერაციაზე PDF ფორმატის ხელშეკრულების ან ინვოისის მიმაგრება, რაც აადვილებს საჭირო დოკუმენტის მოძიებას.
ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის დახმარებით აღარ დაგჭირდებათ ხელით ჩაასწოროთ თითოეული მონაცემი. გამომდინარე იქიდან, რომ პროგრამას აქვს ფინანსური ანგარიშგების ავტომატური განახლება და ბუღალტრული გატარებების მხარდაჭერა, ბუღალტრების მხრიდან შეცდომის დაშვების ალბათობა თითქმის არ არსებობს.
FINA-ს ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა არის მარტივი გზა, რათა მიიღოთ ზუსტი, რეალურ დროში არსებული ინფორმაცია თქვენი მარაგებისა და ხარჯების რაოდენობაზე, ერთ პროგრამაში ისარგებლოთ თქვენთვის საჭირო ყველა ოპერაციით, ნაცვლად იმისა, რომ დაეყრდნოთ შეცდომებისადმი მიდრეკილ, ხელით აღრიცხულ მონაცემებს.