11-Feb-2021

ოდესმე გიფიქრიათ რა კარგი იქნებოდა მარკეტში შესულს, არც მოლარე გხვდებოდეთ, არც რიგი, უბრალოდ იღებდეთ რაც გსურთ და გასასვლელში პროდუქციის დასკანერებისა და დათვლის გარეშე, წინასწარ ავტომატურად დაანგარიშებულ თანხას იხდიდეთ ბარათით ან ApplePay-ს დახმარებით.

სწორედ ეს არის NOKA - მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მარკეტი, რომელიც ამ დარგში ინოვაციურია.

ამ ეტაპზე უკვე შექმნილია ექსპერიმენტული რეალური მარკეტის მოდელი, რომელიც შიდა ტესტირებას გადის.



NOKA მარკეტში შესვლა შესაძლებელია ურიკით და სენსორზე თითის დადებით. სავაჭრო სივრცეში შესულს შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი პროდუქცია, აიღოთ ან დააბრუნოთ დახლზე, მოათავსოთ კალათში, ან თუნდაც პირდაპირ ჩანთაში ჩაიდოთ. ამის შემდეგ გასასვლელში გადადიხართ ჭკვიან ბარიერთან, სადაც სენსორზე თითის დადებისას, თანხა უკვე დაანგარიშებულია და იხდით ბარათით ან ApplePay-ს მეშვეობით.

სხვა ანალოგიურ სისტემებთან შედარებით (როგორიცაა Amazon Go, AiFi, Zippin, Sensei და სხვა), NOKA ტექნოლოგიაში არ არის გამოყენებული კამერები, ანუ არ ხორციელდება მომხმარებლის ბიომეტრიული და პროდუქტების გრაფიკული ამოცნობა, რაც საგრძნობლად ამცირებს პროექტის ფასს და არ საჭიროებს მძლავრ სერვერებს ამოცნობის რთული პროცესის დასამუშავებლად.

ასევე, ტექნოლოგია არ არის დაფუძნებული თვითმომსახურების სისტემაზე, სადაც მომხმარებელს თვითონ უწევს პროდუქციის დასკანერება. NOKA ტექნოლოგია არ საჭიროებს პროდუქტების დასკანერებას.

NOKA ტექნოლოგიის მნიშვნელოვანი უპირატესობები ისაა რომ:

-არ საჭიროებს მოლარეს

-არ საჭიროებს პროდუქციის დასკანერებას

-იდენტიფიკაცია არ ხორციელდება კამერებით

-არ მოითხოვს დიდ სერვერულ რესურსს გამოთვლებისთვის

-სხვა ტექნოლოგიებთან შედარებით მოითხოვს ბევრად ნაკლებ ინვესტიციას

-ზოგავს ადამიანურ რესურსს

-პროდუქცია მაქსიმალურად დაცულია ქურდობისგან

- ხორციელდება პროდუქციის თაროებზე ნაშთის ავტომატური კონტროლი

NOKA ტექნოლოგიის დახვეწის მიზნით, უკვე დაწყებულია მუშაობა მცირე ზომის რეალური მარკეტის შექმნაზე, რომელიც 1000-მდე დასახელების პროდუქტს მოიცავს და რომელიც ჩვეულებრივ, უკვე მომხმარებლებს მოემსახურება.

NOKA ტექნოლოგიის იდეის განხორციელებაზე კომპანია FINA-ს გუნდი მუშაობს. ,,ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა აღნიშნულ ტექნოლოგიაზე მუშაობა, ეს იყო ძალიან საინტერესო და გამოწვევებით სავსე პერიოდი, როდესაც ექსპერიმენტულ მოდელზე მუშაობა დავასრულეთ და რეალურად გავტესტეთ მისი შესაძლებლობები, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რამდენად საინტერესო პროექტს შევეჭიდეთ. ვფიქრობთ, აღნიშნული ტექნოლოგია სავაჭრო ქსელის წარმომადგენლებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდება’’.

პროექტი საერთაშორისო მასშტაბისაა და ადგილობრივთან ერთად უცხოურ ბაზარსაც მოიცავს.

დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ვებ გვერდზე www.noka.tech


10-Feb-2026
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გამოიყენოთ FINA-ს ბიზნესის მართვის პროგრამა თქვენს სასტუმროში
თანამედროვე სასტუმრო ინდუსტრია ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ვითარდება, სადაც ბიზნესის წარმატება დამოკიდებულია პროცესების ეფექტიან მართვაზე, მომსახურების ხარისხზე და ფინანსური მონაცემების გამჭვირვალობაზე. სასტუმროს მართვა აღარ არის მხოლოდ ნომრების დაჯავშნა და სტუმრების მიღება, იგი მოიცავს მრავალფუნქციურ პროცესებს, მათ შორის რესტორნის ოპერაციებს, ოთახების დალაგების სერვისს (Housekeeping), ონლაინ გაყიდვების არხების მართვასა და ბუღალტრულ აღრიცხვას. FINA-ს ბიზნესის მართვის პროგრამა წარმოადგენს მრავალფუნქციურ სისტემას, რომელიც სასტუმროებს აძლევს საშუალებას, ყველა ეს პროცესი ერთ მოდულში გააერთიანონ. ქვემოთ განხილულია ხუთი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არის მიზანშეწონილი FINA-ს პროგრამის დანერგვა სასტუმრო ბიზნესში.
12-Dec-2025
ხუთი მთავარი გამოწვევა მცირე ბიზნესში და მათი ტექნოლოგიური გადაწყვეტა
მცირე ბიზნესი ხშირად აწყდება ისეთ გამოწვევებს, რომლებიც ხელს უშლის განვითარებას და ზრდას. საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნოლოგიები და სწორად შერჩეული პროგრამული უზრუნველყოფა ამ პრობლემებს მარტივად აგვარებს. წარმოგიდგენთ ხუთ მთავარ ბიზნესის სირთულეს და მათ ტექნოლოგიურ გადაწყვეტას FINA-ს პროგრამების გამოყენებით.
12-Jun-2025
რატომ არის მაღაზიის პროგრამა აუცილებელი ვაჭრობის ობიექტებისთვის?
ვაჭრობის პროგრამა არის ციფრული ხელსაწყო, რომელიც ბიზნესს ეხმარება გაყიდვების, მარაგების, მომხმარებლის მონაცემების, თანამშრომლების მუშაობის და სხვა პროცესების მართვაში. ეს შეიძლება იყოს გაყიდვების წერტილის (POS) სისტემა, მარაგების მენეჯერი ან სრული ERP (Enterprise Resource Planning) პლატფორმა.
6000+
Organizations Already Use FINA
#
ANYDESK
LEAVE A MESSAGE
CONTACT US