საცალო ვაჭრობის სფეროში, სადაც ხშირად კონკურენცია მაღალია, სწრაფი განვითარებისთვის ეფექტურობა და სიზუსტე აუცილებელია. არ აქვს მნიშვნელობა რა სიდიდის სავაჭრო ობიექტს ფლობთ, ბიზნესის აღრიცხვის პროგრამის გამოყენება მნიშვნელოვანია, რაც ოპერაციების გამარტივებას, ფინანსების სიზუსტის გაუმჯობესებასა და ზრდას შეუწყობს ხელს.
1. POS მოდულის უპირატესიბები
მრავალფუნქციური მოლარის გაყიდვების მოდული (POS) ვაჭრობის მიმართულებით გაყიდვის წერტილში ეფექტური გადაწყვეტილებაა მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად. მოლარის მოდულში მნიშვნელოვანია Offline რეჟიმში მუშაობა, საქონლის გატარება შტრიხკოდით და ძებნა შიდა კოდით, რიგის კონტროლი, შერეული გადახდის მეთოდით სარგებლობა და სხვა.
2. პროგრამის ინტეგრაცია RS.ge-სთან
RS.ge პორტალთან დაკავშირება საშუალებას მოგცემთ ატვირთოთ ან ჩამოტვირთოთ საჭირო დოკუმენტები პირდაპირ მოლარის გაყიდვების მოდულიდან, რაც საგრძნობლად ამარტივებს შესყიდვისა და იურიდიულ პირებზე გაყიდვის პროცესს.
3. აპარატების პროგრამასთან ინტეგრაცია
ვაჭრობის სფეროში მნიშვნელოვანია ფისკალური სალარო აპარატების, გადახდის ტერმინალებისა და სასწორის პროგრამასთან სინქრონულად ინტეგრაცია, შედეგად კი მოლარეს აღარ მოუწევს აპარატეზე გადასახდელი თანხის ხელით მითითება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს შეცდომის დაშვების ალბათობას.
4. სასაქონლო მარაგების მართვა
სასაქონლო მარაგების მართვა საცალო ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო ასპექტია. შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა დაგეხმარებათ სასაქონლო ნაშთების მონიტორინგში, შეკვეთების პროცესების ავტომატიზაციაში და ზედმეტი მარაგის ან მარაგების დეფიციტის კონტროლში.
5. გაყიდვების და შემოსავლის ანალიტიკა
საცალო ბიზნესში, გაყიდვების შედეგების ანალიზი დაგეხმარებათ შეკვეთების სწორად დაგეგმვაში. ვაჭრობის პროგრამაში შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ გაყიდვების ანგარიშგებებს და რეალურ დროში ანალიტიკას, გაიგოთ რომელ პროდუქტებს აქვთ კარგი შედეგები და რომელებს არა. მიუხედავად იმისა, მართავთ მხოლოდ ერთ ობიექტს თუ მრავალფილიალიან ბიზნესს, პროგრამა უზრუნველყოფს ღირებული ინფორმაციის მიღებას გაყიდვების მონაცემებიდან, რაც საშუალებას გაძლევთ კორექტირება შეიტანოთ ფასების სტრატეგიაში, მარკეტინგულ კამპანიებში და მარაგების მართვაში.
6. მრავალი ფილიალების მხარდაჭერა
თუ ფლობთ ისეთ ბიზნესს, რომელიც რამდენიმე ლოკაციაზე ოპერირებს, ვაჭრობის პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას მოგცემთ გააერთიანოთ მონაცემები, მართოთ ტრანზაქციები სხვადასხვა ფილიალებში და აწარმოოთ მონიტორინგი ერთი მოდულიდან.
7. მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება
ბიზნეს ოპერაციების გამარტივების საშუალებით, თქვენ შეძლებთ უფრო მეტად კონცენტრირდეთ მომხმარებლებისთვის გაუმჯობესებული მომსახურების მიწოდებაზე: როგორიცაა, პერსონალიზებული აქციების შეთავაზება შესაბამისი მოდულის საშუალებით ან უფრო სწრაფი გადახდების პროცესები POS სისტემის გამოყენებით.
8. ლოიალობის სისტემა
დაგროვებისა და ფასდაკლების ბარათების სისტემის მხარდაჭერა და გამოყენება მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული ბენეფიტების მინიჭების საშუალებას იძლევა. პროგრამულად შესაძლებელია მომხმარებელთა ბაზის შექმნა და შემდგომ მათთვის სპეციალური ფასდაკლების მინიჭება, ბონუს ბარათების გაცემა, სასაჩუქრე ვაუჩერების შექმნა და სხვა.
რატომ FINA?
კომპანია FINA-ში სრულად ვგებულობთ საცალო ბიზნესის გამოწვევებს და საჭიროებებს. აღნიშნული ბიზნესის მართვისა და ფინანსური აღრიცხვის პროგრამა კი შექმნილია სწორედ ამ გამოწვევების გადასაჭრელად.
FINA-ს გამოყენებით თქვენ არ იღებთ მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფას; იძენთ პარტნიორს, რომელიც მუდმივად ზრუნავს თქვენი ბიზნესის წარმატების და ეფექტურობის გაუმჯობესებაზე. FINA-ს მხარდაჭერის გუნდი კი მუდამ მზადაა მოერგოს და გაითვალისწინოს მომხმარებლების ინდივიდუალური საჭიროებები. დღეისათვის, 5000ზე მეტი ორგანიზაცია იყენებს FINA პროდუქტებს, მათ შორის კი არიან ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორციაა: ICI-PARIS, Voulez-Vous, ჭიტა, ULTRA, ციტადელი და სხვა.