14-თებ-2022

სარესტორნო ინდუსტრია მუდმივი ცვლილებებისა და სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ ამას ინდუსტრიის განვითარებისთვის ხელი არ შეუშლია. ბიზნესი აგრძელებს წინსვლას, თუმცა იცვლება სარესტორნო  ტენდენციები, რასაც ბიზნესმა ფეხი უნდა აუწყოს.
ყოველ წელს კაფე-რესტორნებმა, ისეთ კითხვებს უნდა გასცენ პასუხები, როგორიცაა:

  • • რა პოპულარული ტენდენციებია მომხმარებლისთვის საინტერესო?
  • • როგორ გავუმკლავდე სტუმრების ცვალებად პრეფერენციებს?
  • • როგორ გავუმკლავდე სექტორში არსებული მუშახელის დეფიციტს?
  • • დაღმავლობის შემთხვევაში რა მოვიმოქმედო, ან აღმავლობის შემთხვევაში როგორ შევინარჩუნო სტაბილური ზრდა?

ამ ბლოგში გთავაზობთ 2022 წლისთვის მოსალოდნელ სარესტორნო ინდუსტრიის ახალ და მუდმივ ტენდენციებს, რაც დაგეხმარებათ იმის გასაგებად, თუ როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ტრენდებმა თქვენს რესტორანზე.

1. მენიუს ტენდენციები

მიუხედავად იმისა, იცვლება თუ არა ტენდენციები ამ მიმართულებით, მაინც საჭიროა გარკვეული პერიოდულობით მენიუში არსებული კერძების გადახედვა, ამიტომ არ არის რეკომენდებული მენიუ მუდმივად იგივე დარჩეს.
ჯანმრთელი კვება კიდევ უფრო პოპულარული ხდება.
გასულ წელს რესტორნებმა კიდევ უფრო ნათლად დაინახეს, რომ ადამიანები დიდ ყურადღებას აქცევენ ჯანმრთელობას, რაც მათ კვებაზეც აისახება, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობები არიან მზად, გადაიხადონ უფრო მაღალი ფასი ჯანსაღი კერძებისთვის. მათზე განსაკუთრებულად მოქმედებს ისეთი სიტყვები, როგორებიცაა: ორგანული, ბუნებრივი, ჯანსაღი, დაბალკალორიული.
სავარაუდოდ, ეს ტრენდი დიდხანს დარჩება, რადგან ჯანმრთელ კვებაზე მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად მიწოდების უზრუნველყოფა რესტორნებზეა დამოკიდებული.

თქვენი მენიუს უფრო გასაჯანსაღებლად რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ:
• ამოიღეთ უკვე დამუშავებული ან წინასწარ შეფუთული ინგრედიენტები;
• ფოკუსირდით სეზონურ პროდუქტებზე, ეს კარგია როგორც მრავალფეროვნებისთვის, ასევე ჯანმრთელობისთვისაც;
• ეცადეთ ინგრედიენტები მოიპოვოთ ადგილობრივ ბაზარზე, ან სულაც რომელიმე ბუნებრივ ფერმაში;
• აქცენტი გააკეთეთ მცირე ულუფებზე და შეამცირეთ მთლიანი მენიუს ზომა;
• მენიუში შესამჩნევად მონიშნეთ ვეგანური/ვეგეტარიანული კერძები და სექციები.

დააკვირდით თქვენი რესტორნის სტუმრებს, გამოიყენეთ არსებული შესაძლებლობები, მალევე დანერგეთ სიახლეები და არ გამოგრჩეთ ახალი ტენდენციები.

QR კოდები - ელექტრონული მენიუები
დახვეწილი დიზაინის მქონდე მრავალჯერადი მენიუები უკვე წარსულს ბარდება, კვების ობიექტები ცდილობენ მაქსიმალურად შეამცირონ ქაღალდის მენიუების გამოყენება და ჩაანაცვლონ ისინი თანამედროვე ალტერნატივით - ელექტრონული მენიუთი.
ელექტრონული მენიუს გამოყენება ძალიან მარტივი და კომფორტულია, რადგან არ მოითხოვს ძვირადღირებულ ტექნიკურ აღჭურვილობას, მხოლოდ და მხოლოდ QR კოდის დაბეჭდვა და მაგიდაზე მოთავსებაა საჭირო. მომხმარებლები საკუთარი სმარტფონებით შეძლებენ კოდის  დასკანერებას და მენიუს გაცნობას.
QR კოდი შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა ინფორმაციას, შესაძლებელია კერძებისა და სასმლის დაჯგუფება თემატურად, აღწერები, ფასების გაწერა, ფოტოების მიბმა, სასურველი კერძების კალათში დამატება და სხვა.

ელექტრონულ მენიუში ასევე ძალიან კომფორტული და მარტივია ფასების ცვლილება, კერძის დამატება/წაშლა, დიზაინის ცვლილება და სხვა. ეს არის სისტემა, რომელიც ბევრად მეტ ბენეფიტს სთავაზობს როგორც სტუმარს, ასევე ობიექტის მეპატრონეს.

ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ, თუ კი FINA- ს სარესტორნო მოდულს იყენებთ, შეგიძლიათ სრულიად უფასოდ დანერგოთ ელექტრონული მენიუს სისტემა, უბრალოდ დაგვეკონტაქტეთ.

menu pos

2. POP-UP რესტორნები

როგორც ჩანს Pop-Up (დროებითი) რესტორნები და სატვირთო მანქანა-რესტორნები რამდენიმე წელიწადში ერთხელ მნიშვნელოვან ტენდენციად იქცევა ხოლმე. ასეთი მოულოდნელად და დროებით გამოჩენილი ობიექტები სახალისო და საინტერესო გამოცდილებას გვთავაზობენ; ისეთს, როგორსაც ვერ მივიღებთ სტანდარტულ კვების ობიექტებში.

Pop-Up ტენდენცია არ არის ექსკლუზიურად კონკრეტული ტიპის ადგილებზე მორგებული, ეს უხდება წვეულებებს ღია ცის ქვეშ, ფესტივალებს, ბუნებას და ფაქტობრივად ყველაფერს, თუ კი მენეჯმენტი შესაბამისად დაგეგმავს „გამოჩენას“.
Pop-Up -ებმა შესაძლოა რესტორანს ახალი აუდიტორიისკენ გაუხსნას გზა, ხოლო არსებულ აუდიტორიას ისეთი ემოციური გამოცდილება შეუქმნას, რომ მისი ბრენდის მიმართ მეტად ერთგული გახდეს.

3. Dark Kitchens

Dark Kitchens არის უახლესი ტრენდი, რომლის პოპულარობა განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში გაიზარდა, სავარაუდოა, რომ 2022 წელსაც შენარჩუნდება პოპულარობის ზრდის ტენდენცია.
Dark Kitchen-ის კონცეფციის ობიექტებს არ აქვთ სასადილო სივრცე და სრულიად დამოკიდებულნი არიან მიტანის სერვისებზე. რესტორნების მფლობელებისთვის ეს სტრუქტურა ნიშნავს გაცილებით ნაკლებ ხარჯს და ნაკლებ პერსონალს.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მსგავსი კონცეფციის მქონე ობიექტებმა უნდა გაითვალისწინონ, არის ონლაინ სივრცეში კარგი ვებსაიტის, Facebook და Instagram გვერდების შექმნა და მრავალფეროვანი კონტენტის გაზიარება, რათა რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს უბიძგონ მათი კერძების გამოძახებისკენ.
მსგავსი კონცეფციის სამზარეულოები პირველად ისეთ ქალაქებში გამოჩნდა, სადაც იჯარის მაღალი გადასახადები თითქმის შეუძლებელს ხდიდნენ მოგებიანი რესტორნის გახსნას, ამასთანავე იზრდებოდა მოთხოვნა და ინტერესი მიტანის სერვისებზე, სწორედ ამ ორი ფაქტის გათვალისწინებით, რესტორატორებს დაებადათ იმედისმომცემი იდეა, ერთად მოეწყოთ საერთო სამზარეულოები და მესამე მხარის მეშვეობით შეეთავაზებინათ მათი პროდუქტი მომხმარებლისთვის.

სარესტორნო ბიზნესის ეს ტენდენცია გავლენას ახდენს მუშაობის სტანდარტებზეც, Dark Kitchen-ები ონლაინ სივრცეში დიდ კონკურენციას უწევენ სტანდარტულ რესტორნებს, თუმცა ორივე ტიპის ობიექტის მფლობელებს უკვე უწევთ ისე მართონ მომსახურება და ბრენდის იმიჯი, რომ მომხმარებელს არც შეხვდნენ.

4. მიტანის სერვისები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიტანის სერვისები უფრო და უფრო საჭირო, პოპულარული და მოთხოვნადი ხდება. განსაკუთრებით გაზრდილია მოთხოვნა ბოლო 2 წლის განმავლობაში. რესტორატორები ვარაუდობენ, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში გაყიდვები მიწოდების სერვისით, ყოველწლიურად 22%ით გაიზრდება.
მსოფლიო გამოცდილებით, პიცის კომპანიები ძალიან დიდი ხანი დამოუკიდებლად მართავდნენ მიტანის სერვისებს, თუმცა თამაშში ახალი მოთამაშეებიც გამოჩნდნენ, მესამე მხარის კომპანიები, რომლებსაც უფლება დართეს ნება, მომხმარებელთან მიეტანათ შეკვეთა.
მომხმარებლისთვის ამ კომფორტის შექმნას გარკვეული უარყოფითი მხარეებიც აღმოაჩნდა - მცირე რესტორნებმა სწრაფად გაიაზრეს, რომ საკომისიოები არაგონივრულად მაღალი იყო თითოეულ შეკვეთაზე (30-40%). რესტორატორების დაახლოებით 84% ფიქრობს, რომ მოგება, რაც რჩებათ ამ საკომისიოების გამოკლებით, ბიზნესის განვითარებისთვის არასაკმარისია. 

სხვა საკითხები, რომლებიც იწვევენ რესტორნების მხრიდან მიწოდების სერვისებთან თანამშრომლობის შეწყვეტას შემდეგია:

  • მომხმარებელთა საჩივრები მძღოლებზე, კურიერებზე;
  • დაგვიანებული შეკვეთები, გაციებული, გაფუჭებული კერძები;
  • რესტორნის რეპუტაცია და იმიჯი, რომელიც სრულიად მიტანის სერვისის ხელშია.

მესამე მხარის მიტანის სერვისის დამატება თქვენს რესტორანში არც ისე რთულია, საკმაოდ სწრაფად შეგიძლიათ დაიწყოთ ეს პროცესი, მაგრამ მაინც დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა ის უპირატესობები, რასაც მესამე მხარე გთავაზობთ, იქნებ დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ იგივე ბენეფიტებით მუშაობა?
რა ვარიანტიც არ უნდა აირჩიოთ, რესტორნის მართვის პროგრამა აუცილებლად დაგჭირდებათ, რადგან მნიშვნელოვანია ზუსტი ინფორმაცია მიიღოთ თქვენი ობიექტის პროცესების შესახებ, რაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.

delivery control

5. ვეგანური სამზარეულო

ადამიანები ყოველწლიურად ნაკლებ ხორცს მიირთმევენ, ვეგანური სამზარეულო აღარ არის მხოლოდ ვეგანების არჩევანი. ამ სტილის სამზარეულოში მრავალფეროვნება იზრდება, ამიტომ ჩვეულებრივი, არა ვეგანური მომხმარებლისთვისაც უფრო საინტერესო, მიმზიდველი და მოქნილი ხდება  ვეგანური და ვეგეტარიანული კერძები.
მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რესტორნებმა მენიუებს უნდა გადახედონ და ცვლილებებზე იფიქრონ, სასურველია დაამატონ ვეგანურ/ვეგეტარიანული  სექციები და სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელი მოხიბლონ.

6. უალკოჰოლო კოქტეილები

ადამიანებს უყვართ ალკოჰოლი, გართობა, წვეულებები, მაგრამ შესაძლებლობის შემთხვევაში უალკოჰოლო ალტერნატივებით გართობას, ახალი გემოების აღმოჩენას და მრავალფეროვნებას ანიჭებენ უპირატესობას. მსოფლიო ტენდენციაც მოწმობს იმას, რომ ალკოჰოლს ყოველწლიურად ნაკლები ადამიანი სვამს.
ცნობილი პროდუქტი - უალკოჰოლო ლუდი უკვე რამდენი წელია იზრდება და იხვეწება, მაგრამ უალკოჰოლო კოქტეილები და მოქტეილები 2019 წლიდანაა პოპულარული და ტენდენცია სამომავლოდაც გაგრძელდება, რადგან ბარმენები და ობიექტების მფლობელები ცდილობენ პროდუქტის დახვეწას, რეცეპტების გაუმჯობესებას, გემოს მაქსიმალურად მიახლოებას ალკოჰოლურ სასმელთან.
ექსპერიმენტების ზრდასთან ერთად მოთხოვნაც იზრდება მსუბუქ, ტკბილ, ნაკლებად მძიმე სასმელებზე, ამიტომ 2022 წელს მოქტეილებისა და კოქტეილების მეტეორული ზრდა იქნება მოსალოდნელი.

7. Self-service & Grab and Go

რა თქმა უნდა ყველა ბიზნესის სურვილია ბევრი მომხმარებლის ყოლა, მაგრამ როცა ეს მართლა ხდება და ობიექტზე ბევრი მომხმარებელი ერთად იყრის თავს, შეიძლება მომსახურების ხარისხი დაეცეს, მიწოდების პერიოდი გაიზარდოს, თავისუფალი მაგიდა აღარ იყოს და კომპანიის იმიჯი შეილახოს. სწორედ ამიტომ, კომპანიები აქტიურად მუშაობენ თვითმომსახურებისა და take away სერვისების დანერგვაზე. თვითმომსახურების კიოსკები ამცირებს რიგებს და FOH (Front Of the House)  ხარჯებს. ასევე მომხმარებლისთვისაც კომფორტულია დამოუკიდებლად, რიგში ჩადგომის და ზედმეტი კონტაქტის გარეშე სასურველი შეკვეთის გაკეთება.
Take away და Grab and go და დრაივ სისტემები ამცირებენ მაგიდების დატვირთულობასა მობილობას უშუალოს ობიექტის ტერიტორიაზე.

kiosk

რესტორნის უახლესი ტენდენციებისთვის თვალის დევნება გადაწყვეტილებების მიღებაში, იდეები გენერირებაში, ცვლილებების მიმართ ღიაობაში დაგეხმარებათ.
ახალი ტენდენციების დანერგვა უფრო მეტ სტუმარს, უფრო მეტ გამოძახებას და მეტ ლოიალობას ნიშნავს თქვენი ბრენდის მიმართ, მაგრამ ამ ცვალებადი ტენდენციების დასაბალანსებლად აუცილებლად დაგჭირდებათ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც დაგეხმარებათ როგორც ყოველდღიური პროცესების მართვაში, ასევე მოგცემთ ისეთ სტატისტიკურ რეპორტებს, რომლის საფუძველზეც ბევრად უფრო მარტივად განჭვრეტთ მომავლის ტენდენციებს და დაგეგმავთ ბიუჯეტს.
ამ ყველაფერთან ერთად, პროგრამული უზრუნველყოფის უდიდესი ბენეფიტი თქვენი მომხმარებლებისთვის კმაყოფილების მინიჭებაა. რიგის მართვის სისტემები, პოს მოდულები, კიოსკები, ელექტრონული მენიუები, ლოიალობის სისტემები ფუნქციონალის ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც თქვენს მომხმარებელს კომფორტულ გარემოს შეუქმნის და კიდევ ერთხელ სტუმრობისკენ უბიძგებს.  


14-მარ-2024
სიახლე რესტორნებისთვის - მიიღეთ შეკვეთები მიმტანის მობილური აპლიკაციით
კომპანია FINA წარმოგიდგენთ მიმტანის აპლიკაციას, რომელიც გარდაქმნის აქამდე არსებულ გამოცდილებას და გაზრდის რესტორნების მუშაობის ეფექტურობას. თანამედროვე სამყაროში დროს და სისწრაფეს მომსახურებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
12-ივლ-2023
FINA-ს რესტორნის მოდული დაინტეგრირდა GLOVO-ს, WOLT-ისა და BOLT-ის მიტანის სერვისებთან
პირველად საქართველოში, კვების ობიექტებში შემოსული შეკვეთების ავტომატური ასახვა FINA24-ის ქლაუდ სარესტორნო მოდულშია შესაძლებელი, რაც ამარტივებს ყოველდღიურ პროცესებს და პასუხობს თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს.
24-თებ-2023
გაყიდვების მობილური აპლიკაცია მაღაზიისთვის
კომპანია FINA-ს მიერ შემუშავებული აპლიკაციის საშუალებით უკვე მობილურიდანაც შეგეძლებათ განახორციელოთ გაყიდვები, მართოთ მარაგები და გამოწეროთ სასაქონლო ზედნადები. აღარ დაგჭირდებათ ძვირადღირებული POS-ტექნიკის შეძენა და განთავსება - რაც მცირე ფართის შემთხვევაში ძალიან მოსახერხებელია.
5000+
ორგანიზაცია უკვე იყენებს FINA-ს
#
ANYDESK
დატოვეთ შეტყობინება
დაგვიკავშირდით