24-თებ-2023

კომპანია FINA-ს მიერ შემუშავებული აპლიკაციის საშუალებით უკვე მობილურიდანაც შეგეძლებათ განახორციელოთ გაყიდვები, მართოთ მარაგები და გამოწეროთ სასაქონლო ზედნადები. აღარ დაგჭირდებათ ძვირადღირებული POS-ტექნიკის შეძენა და განთავსება - რაც მცირე ფართის შემთხვევაში ძალიან მოსახერხებელია.

რაც მთავარია, პროგრამა შეგიძლიათ იქირავოთ თვეში 40 ლარიდან, რომლის გაყიდვის მოდული თავსებადია android-ის და ios ოპერაციულ სისტემებთან. ინსტალაცია უფასოა, არ საჭიროებს ტექნიკურ დახმარებას. ქლაუდ ტექნოლოგიების მეშვეობით, სერვერზე შენახული მონაცემები დაცული და ხელმისაწვდომია 24/7-ზე. ინტერნეტის წყვეტის შემთხვევაში ირთვება offline რეჟიმი. მონაცემები ინახება და კავშირის აღდგენის მერე იტვირთება სერვერზე სამუშაო პროცესის შეფერხების გარეშე.

მენეჯერული მართვა შესაძლებელია ვებ ინტერფეისის საშუალებით. კერძოდ, შესყიდვების და სხვა სასაქონლო ოპერაციების განხორციელება, RS-თან ინტეგრაცია, სტატისტიკის და ანალიტიკური მონაცემების კონტროლი. მობილურის გარდა, შესაძლებელია გამოყენებული იქნას პლანშეტი.

ვფიქრობთ, ახალი პროდუქტი რეალურად დაეხმარება მცირე და საშუალო სავაჭრო ბიზნესების მფლობელებს ხარჯების და მართვის პროცესების ოპტიმიზაციაში.


10-თებ-2026
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გამოიყენოთ FINA-ს ბიზნესის მართვის პროგრამა თქვენს სასტუმროში
თანამედროვე სასტუმრო ინდუსტრია ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ვითარდება, სადაც ბიზნესის წარმატება დამოკიდებულია პროცესების ეფექტიან მართვაზე, მომსახურების ხარისხზე და ფინანსური მონაცემების გამჭვირვალობაზე. სასტუმროს მართვა აღარ არის მხოლოდ ნომრების დაჯავშნა და სტუმრების მიღება, იგი მოიცავს მრავალფუნქციურ პროცესებს, მათ შორის რესტორნის ოპერაციებს, ოთახების დალაგების სერვისს (Housekeeping), ონლაინ გაყიდვების არხების მართვასა და ბუღალტრულ აღრიცხვას. FINA-ს ბიზნესის მართვის პროგრამა წარმოადგენს მრავალფუნქციურ სისტემას, რომელიც სასტუმროებს აძლევს საშუალებას, ყველა ეს პროცესი ერთ მოდულში გააერთიანონ. ქვემოთ განხილულია ხუთი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არის მიზანშეწონილი FINA-ს პროგრამის დანერგვა სასტუმრო ბიზნესში.
12-დეკ-2025
ხუთი მთავარი გამოწვევა მცირე ბიზნესში და მათი ტექნოლოგიური გადაწყვეტა
მცირე ბიზნესი ხშირად აწყდება ისეთ გამოწვევებს, რომლებიც ხელს უშლის განვითარებას და ზრდას. საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნოლოგიები და სწორად შერჩეული პროგრამული უზრუნველყოფა ამ პრობლემებს მარტივად აგვარებს. წარმოგიდგენთ ხუთ მთავარ ბიზნესის სირთულეს და მათ ტექნოლოგიურ გადაწყვეტას FINA-ს პროგრამების გამოყენებით.
12-ივნ-2025
რატომ არის მაღაზიის პროგრამა აუცილებელი ვაჭრობის ობიექტებისთვის?
ვაჭრობის პროგრამა არის ციფრული ხელსაწყო, რომელიც ბიზნესს ეხმარება გაყიდვების, მარაგების, მომხმარებლის მონაცემების, თანამშრომლების მუშაობის და სხვა პროცესების მართვაში. ეს შეიძლება იყოს გაყიდვების წერტილის (POS) სისტემა, მარაგების მენეჯერი ან სრული ERP (Enterprise Resource Planning) პლატფორმა.
6000+
ორგანიზაცია უკვე იყენებს FINA-ს
#
ANYDESK
დატოვეთ შეტყობინება
დაგვიკავშირდით