FINA-ს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები დაგეხმარებიან სწორად და სწრაფად დააკავშიროთ ერთმანეთთან ტექნიკური ინფრასტრუქტურა, დაამუშაოთ მონაცემები, გააწყოთ სამუშაო მონაცემთა ბაზა, მოარგოთ თქვენს ბიზნეს პროცესებს და მარტივად დაიწყოთ პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება.
ტრენინგები დაგეხმარებათ სწრაფად შეისწავლოთ პროგრამის შესაძლებლობები. თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის შემდეგ მარტივად შეძლებთ პროგრამის გამოყენებას.
მხარდაჭერის ჯგუფის სპეციალისტები დაგეხმარებიან თითოეული საკითხის გარჩევაში, პრობლემების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრაში. ასევე დამატებითი ფუნქციონალის შესწავლასა და პროგრამული უზრუნველყოფის გამართვაში.
დანერგვების მენეჯერი უშუალოდ თქვენს ორგანიზაციას მოემსახურება, მისი დახმარებით სწრაფად და ეფექტურად დაიწყებთ პროგრამის გამოყენებას, განიხილავთ და დაამუშავებთ საკითხებს, რადგან დანერგვების მენეჯერი დეტალურადაა გარკვეული თქვენი ორგანიზაციის თავისებურებებში.