გაყიდვების, შესყიდვებისა და სხვა ძირითადი ოპერაციების მართვა
საოპერაციო საქმიანობაზე სრულად მორგებული სისტემა
ფინანსური ოპერაციების მარტივი და ეფექტური წარმოება
სასესხო პორტფელის სრულად ავტომატიზაცია FINA ბუღალტერიაში
ხელფასებისა და დივიდენდების სრულფასოვანი მართვა
შესრულებული ოპერაციების მიხედვით რეპორტების წარმოება
ძირითადი საშუალებების სრულფასოვანი აღრიცხვა და მართვა
წარმოების მრავალფეროვანი სისტემა
FINA-ს საბუღალტრო პროგრამა გიქმნით ყველა პირობას თქვენი ბიზნესის ეფექტური მუშაობისთვის. პროგრამის მრავალფეროვანი ფუნქციონალი კი სრულყოფილ საბუღალტრო აღრიცხვას მოსახერხებელს ხდის.
გაყიდვების, შესყიდვებისა და სხვა საბაზისო ოპერაციების სამართავად ძირითადი ფუნქციონალი გამოიყენება. მისი დახმარებით შეგიძლიათ:
FINA-ს საბუღალტრო პროგრამა სრულად მორგებულია თქვენი ბიზნესის საოპერაციო საქმიანობაზე. Სავაჭრო ოპერაციების შემადგენელი პროცესებია ინტეგრაცია RS.ge პორტალთან, მარაგების აღწერა, გაწეული მომსახურების აღრიცხვა და ხარჯების გატარება.
Სავაჭრო პროცესების ნაწილი Მაღაზიის პროგრამის ფარგლებში არის უზრუნველყოფილი.
Საბუღალტრო პროგრამა ფინანსურ ოპერაციების მარტივ და ეფექტურ წარმოებაში დაგეხმარებათ. Პროგრამა შემდეგ პროცესებს უზრუნველყოფს:
ზემოთ ჩამოთვლილ ფინანსურ ოპერაციების გარდა, FINA-ს საბუღალტრო პროგრამა თქვენი ბიზნესის სასესხო პორტფელის სრულად ავტომატიზაციაშიც გიწყობთ ხელს.
შესრულებული ფინანსური პროცესების მიხედვით პროგრამა რეპორტებს დაგენერირებაშიც დაგეხმარებათ. პროგრამის გამოყენებით შეგიძლიათ შექმნათ რეპორტები ბრუნვით უწყისის, ბალანსის, მოგებისა და ზარალის, ფულის ბრუნვის შესახებ.
FINA-ს დახმარებით ხელფასების და დივიდენდების დარიცხვა, ან გადახდაც არის შესაძლებელი. გარდა ამისა, პროგრამა უზრუნველყოფს ხელფასებში ისეთი ხარჯების აღრიცხვასაც, როგორიცაა დაზღვევა, კვება და ა.შ.
FINA თქვენი ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე გთავაზობთ შესაბამისად მორგებულ პროგრამას. თუ რესტორნის მფლობელი ხართ, მაშინ Რესტორნის პროგრამა დაგეხმარებათ ბიზნესის მართვაში, ხოლო სასტუმროს პროგრამით სასტუმროს მფლობელებს ყოველდღიური პროცესების ეფექტური მენეჯმენტი გაგიმარტივდებათ.