12-ივლ-2023

პირველად საქართველოში, კვების ობიექტებში შემოსული შეკვეთების ავტომატური ასახვა FINA24-ის ქლაუდ სარესტორნო მოდულშია შესაძლებელი, რაც ამარტივებს ყოველდღიურ პროცესებს და პასუხობს თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს.

სწორედ ამიტომ, აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ამიერიდან GLOVO-ს, WOLT-ისა და BOLT-ის მიტანის სერვისები ინტეგრირდებიან FINA-სთან, რაც გულისხმობს რიგი პროცესების გამარტივებას კვების ობიექტებში: მიტანის პლატფორმიდან შემოსული შეკვეთები მოლარესთან პირდაპირ აისახება FINA-ს მოლარის გაყიდვების მოდულში და დადასტურების შემთხვევაში ავტომატურად გაიგზავნება დასამზადებლად. შედეგად, მოლარეებს აღარ მოუწევთ შეკვეთების ხელით შეყვანა POS პროგრამაში და შესაბამისად, შეცდომების დაშვების ალბათობა თითქმის ნულს უტოლდება.

მიტანის სერვისებში სარესტორნო მოდულის ინტეგრაციას რამდენიმე უპირატესობა აქვს ბიზნესის მართვის გასაუმჯობესებლად. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი სიზუსტე და სამუშაო დროის დაზოგვაა. ინტეგრირებული სარესტორნო მოდულით სარგებლობისას, პერსონალს ნაკლები ჩართულობა აქვს მიტანის სერვისიდან შეკვეთის მიღებისას, აღარ უწევს თითოეული მათგანის სისწორის შემოწმება და ხელით მუშაობა პროგრამაში, რაც გულისხმობს იმას, რომ მომხმარებლის სურვილი და მოთხოვნილება მაქსიმალურად სწორად და სწრაფად იგზავნება მზარეულთან.

გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს მრავალი ტიპის სარესტორნო ბიზნესი, კომპანია FINA პოტენციურ მომხმარებლებს სთავაზობს აირჩიონ მოდულები, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება მათ საქმიანობას და საჭიროებებს, არჩევანის საშუალება კი საკმაოდ ფართოა: რესტორნის პროგრამა, POS მოდული, მენიუსა და მაგიდების მართვა, საწყობისა და ფინანსების მართვა, თვითმომსახურების კიოსკები, დრაივ სისტემა და ა.შ. სარესტორნო მოდულების მოქნილობა გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელია მოერგოს ნებისმიერი ბიუჯეტის მქონდე ობიექტს და ამავდროულად დიდი წვლილი შეიტანოს ფინანსური წარმატების მისაღწევად, FINA-ს ქლაუდ სარესტორნო მოდულის ინტეგრაციით მიტანის სერვისებში, მნიშვნელოვნად მცირდება ყოველთვიური ფინანსური ხარჯი, რადგან აღნიშნული მოდული ახალი კადრის საჭიროებას გამორიცხავს, არსებული პერსონალის სამუშაოს კი მნიშვნელოვნად ამსუბუქებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამარტივებულ მომსახურებას უდიდესი როლი ენიჭება ბიზნესის წარმატების მისაღწევად. რუტინული პროცესების თავიდან არიდება კი სულაც არ გულისხმობს ადამიანების ჩართულობის ნაკლებობას, პირიქით, FINA ქლაუდ სარესტორნო მოდულის ინტეგრაციით მიტანის სერვისებში პერსონალს მეტი დრო და ენერგია რჩება მომხმარებლების მხარდასაჭერად და მათი კმაყოფილების დონის ასამაღლებლად.

სიახლეების დანერგვა და ტრენდული გადაწყვეტილებების მიღება კომპანიებისთვის ერთ- ერთი მთავარი გზაა წარმატებისკენ. კომფორტული, თანამედროვე გარემო და ხარისხიანი მომსახურება კი აყალიბებს ლოიალურ და ერთგულ მომხმარებელს.

FINA-ს გუნდი ქმნის და მომხმარებლებს სთავაზობს ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის პროგრამულ უზრუნველყოფას სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც მორგებულია ბაზრის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე. ამჟამად FINA 10-ზე მეტი პროდუქტითაა წარმოდგენილი როგორც საქართველოს, ასევე უცხოურ ბაზარზე, რამაც 5000-ზე მეტ კომპანიას გაუმარტივა ბიზნესის მართვა და ხელი შეუწყო მათ განვითარებას.


10-თებ-2026
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გამოიყენოთ FINA-ს ბიზნესის მართვის პროგრამა თქვენს სასტუმროში
თანამედროვე სასტუმრო ინდუსტრია ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ვითარდება, სადაც ბიზნესის წარმატება დამოკიდებულია პროცესების ეფექტიან მართვაზე, მომსახურების ხარისხზე და ფინანსური მონაცემების გამჭვირვალობაზე. სასტუმროს მართვა აღარ არის მხოლოდ ნომრების დაჯავშნა და სტუმრების მიღება, იგი მოიცავს მრავალფუნქციურ პროცესებს, მათ შორის რესტორნის ოპერაციებს, ოთახების დალაგების სერვისს (Housekeeping), ონლაინ გაყიდვების არხების მართვასა და ბუღალტრულ აღრიცხვას. FINA-ს ბიზნესის მართვის პროგრამა წარმოადგენს მრავალფუნქციურ სისტემას, რომელიც სასტუმროებს აძლევს საშუალებას, ყველა ეს პროცესი ერთ მოდულში გააერთიანონ. ქვემოთ განხილულია ხუთი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არის მიზანშეწონილი FINA-ს პროგრამის დანერგვა სასტუმრო ბიზნესში.
12-დეკ-2025
ხუთი მთავარი გამოწვევა მცირე ბიზნესში და მათი ტექნოლოგიური გადაწყვეტა
მცირე ბიზნესი ხშირად აწყდება ისეთ გამოწვევებს, რომლებიც ხელს უშლის განვითარებას და ზრდას. საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნოლოგიები და სწორად შერჩეული პროგრამული უზრუნველყოფა ამ პრობლემებს მარტივად აგვარებს. წარმოგიდგენთ ხუთ მთავარ ბიზნესის სირთულეს და მათ ტექნოლოგიურ გადაწყვეტას FINA-ს პროგრამების გამოყენებით.
12-ივნ-2025
რატომ არის მაღაზიის პროგრამა აუცილებელი ვაჭრობის ობიექტებისთვის?
ვაჭრობის პროგრამა არის ციფრული ხელსაწყო, რომელიც ბიზნესს ეხმარება გაყიდვების, მარაგების, მომხმარებლის მონაცემების, თანამშრომლების მუშაობის და სხვა პროცესების მართვაში. ეს შეიძლება იყოს გაყიდვების წერტილის (POS) სისტემა, მარაგების მენეჯერი ან სრული ERP (Enterprise Resource Planning) პლატფორმა.
6000+
ორგანიზაცია უკვე იყენებს FINA-ს
#
ANYDESK
დატოვეთ შეტყობინება
დაგვიკავშირდით