სარესტორნო ინდუსტრია ყოველდღიურად უფრო და უფრო კონკურენტუნარიანი ხდება. მფლობელები მუდმივად ეძებენ გზებს მომხმარებლის მომსახურების გასაუმჯობესებლად და რა თქმა უნდა მთლიანი მოგების გასაზრდელად. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი ამ მიზნების მისაღწევად არის თანამედროვე POS (Point of Sale) სისტემა. სწორად შერჩეული POS სისტემა არამხოლოდ ტრანზაქციებს ამუშავებს, არამედ ოპერაციების გამარტივებას, ეფექტურობის გაზრდას და ღირებული ინფორმაციის მიღებას უწყობს ხელს, რომელიც პირდაპირ მოქმედებს რესტორნის მოგების ზრდაზე.
1. ოპერაციების გამარტივება და სწრაფი მომსახურება
თანამედროვე POS სისტემა მნიშვნელოვნად ამცირებს შეკვეთების დამუშავების დროს, რაც რესტორნის მთლიან მომსახურების პროცესს აჩქარებს. მარტივი ინტერფეისის გამოყენებით მომსახურე პერსონალს სწრაფად შეჰყავს შეკვეთები, რეალურ დროში ასახავს ცვლილებებს და დაუყოვნებლივ აგზავნის სამზარეულოში.
2.ეფექტური შეკვეთების მართვა
შეკვეთები შეუფერხებლად მიეწოდება სამზარეულოს, რაც ამცირებს მოლოდინის დროს და აუმჯობესებს მომსახურების პროცესს. შედეგად, კლიენტები უფრო კმაყოფილდებიან, ხოლო მიმტანს შეუძლია მოემსახუროს უფრო მეტ მაგიდას პიკის საათებში, რაც საბოლოოდ ზრდის გაყიდვებს.
3.უკონტაქტო გადახდები
POS სისტემები სწრაფად ამუშავებს გადახდებს, როგორიცაა საკრედიტო ბარათი ან მობილური გადახდები. აღნიშნული ფუნქცია მოლოდინის დროს ამცირებს და აუმჯობესებს კლიენტთა გამოცდილებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწრაფი კვების ობიექტებში.
4. მარაგების კონტროლი
POS სისტემა ეფექტურია მარაგების სამართავად, ზუსტი და რეალური დროის მარაგების აღწერისთვის შეგიძლიათ მონიტორინგი გაუწიოთ მარაგების დონეს, პროგნოზირება მოახდინოთ მოთხოვნაზე და თავიდან აიცილოთ ზედმეტი შეკვეთები ან საჭირო ინგრედიენტების არარსებობა.
5. მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება
მომხმარებლის დადებითი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის ზრდისთვის. აღნიშნულის მისაღწევად კი POS სისტემა დიდ როლს ასრულებს. შეკვეთის, სწრაფი დამუშავებისა და სწრაფი გადახდის პროცესების გამარტივებით, კლიენტები უფრო მეტად კმაყოფილები არიან და ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან ან გასცემენ რეკომენდაციებს.
6. ლოიალობის პროგრამები
POS სისტემა საშუალებას გაძლევთ დააინტეგრიროთ ლოიალობის პროგრამები, რაც მოგცემთ შესაძლებლობას მართოთ დაგროვილი ქულები, მომხმარებლებს შესთავაზოთ დამატებითი ფასდაკლებები და სპეციალური ბენეფიტები, რაც სტიმულს აძლევს მათ კიდევ უფრო ხშირად დაბრუნდნენ თქვენს კვების ობიექტში.
7. გადახდის ტიპები
POS სისტემის საშუალებით მომხმარებლებს შეგიძლიათ შესთავაზოთ ანგარიშების გაყოფა, დაარიცხოთ დამატებითი საფასურები და მიუთითოთ Tip-ის თანხა.
8. შემცირებული შეცდომები
ხელით შესრულებული ოპერაციები ხშირად იწვევს შეცდომებს, იქნება ეს შეკვეთის არასწორად შეყვანა თუ დანაკლისები ნაღდ ფულში. POS სისტემა ამცირებს ამ რისკებს, ავტომატიზირებული პროცესებით და ყველა ტრანზაქციის დეტალური ჩანაწერით. თანამშრომლების პასუხისმგებლობა: ყველა ტრანზაქცია მიკუთვნებულია კონკრეტულ თანამშრომელზე, რაც ხელს უწყობს თითოეული დასაქმებულის შედეგების კონტროლს და არასწორი ქმედებების თავიდან აცილებას.
და ბოლოს:
POS სისტემა არ არის მხოლოდ ტრანზაქციების დასამუშავებელი ინსტრუმენტი - ეს არის ტექნოლოგიების მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელსაც შეუძლია პირდაპირი გავლენა მოახდინოს რესტორნის მოგებაზე. შეკვეთების სიზუსტით, ნარჩენების შემცირებით, მონაცემთა მიღებით, ოპერაციების გამარტივებით, POS სისტემა გაძლევთ საშუალებას ეფექტურად მართოთ რესტორანი და იზრუნოთ მომხმარებლის კმაყოფილებაზე.
FINA-ს მრავალფუნქციური POS მოდული სრულად აკმაყოფილებს კაფე-რესტორნებისა და სწრაფი კვების ობიექტების მოთხოვნებს მომსახურეობის ხარისხისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად, FINA-ს მხარდაჭერის გუნდი კი მუდამ მზადაა მოერგოს და გაითვალისწინოს ყველა ტიპის კვების ობიექტის ინდივიდუალური საჭიროებები.
დღეისათვის, 5000-ზე მეტი ორგანიზაცია იყენებს FINA-ს პროდუქტებს, მათ შორის კი არიან ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორციაა: WENDY’S, DUNKIN’, SUBWAY, სკა, ეთნოგრაფი, ვარაზი და სხვა.