21-აპრ-2023

რესტორნის მართვა ბევრისთვის საოცნებო საქმიანობაა, ვინაიდან შემოსავლის წყაროებს შორის საკუთარი ბიზნესის ქონა ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული და მომგებიანია. მაგრამ კომფორტთან ერთად გასათვალისწინებელია ის უმცირესი დეტალები, რომელთა სწორად დამენეჯმენტების გარეშე ბიზნესი დომინოს პრინციპით ჩამოიშლება. სწორედ ასეთი ფაქტორები აქცევს რესტორნის მართვას კომპლექსურ და საფრთხილო საქმიანობად. 

რესტორნის მართვის საოპერაციო ხარჯები

რესტორნის მფლობელებს კარგად ესმით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ხარჯის აღრიცხვას ბიზნესის მართვის ქსელში. მართლაც, ხარჯების მენეჯმენტი ძირეული პროცესია და, შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესის წარმატება მეტწილად სწორედ ხარჯთაღრიცხვაზეა დამოკიდებული.

საოპერაციო ხარჯები არის ისეთი ხარჯები, რომლებიც რესტორნის ყოველდღიურ საქმიანობაში იჩენს თავს და მოიცავს როგორც ფიქსირებულ, ისე ცვლად ხარჯებს. ფიქსირებულია ხარჯი, რომელიც არ არის დამოკიდებული რესტორნის გაყიდვების დონეზე, ხოლო ხარჯებს, რომლეზეც რესტორნის მოგება ახდენს გავლენას, ცვლად ხარჯებს უწოდებენ. არსებობს მესამე კატეგორიაც - ნახევრად-ფიქსირებული ხარჯები, რომლებიც წინა ორის კომბინაციას წარმოადგენს. 

აუცილებელია, გვესმოდეს განსხვავება საოპერაციო ხარჯებს შორის, რათა უზრუნველვყოთ ეფექტური მენეჯმენტი და მაქსიმუმამდე გაზარდოთ რესტორნის შემოსავალი. ხსენებული ხარჯების მუდმივი კონტროლი ბიზნესის მფლობელებს საშუალებას აძლევს, გამოკვეთონ კონკრეტული წერტილები, სადაც ხარჯების შემცირებაა წამგებიანი არ იქნება და დანერგონ შესაბამისი ტექნოლოგიები ხარისხზე უარის თქმის გარეშე. 

რესტორნის ხარჯების მართვის საუკეთესო პრაქტიკები

რესტორნის საოპერაციო ხარჯების ზუსტად გამოსათვლელად, შემდეგი ნაბიჯები უნდა შეასრულოთ:

1. ხარჯების იდენტიფიცირება

საოპერაციო ხარჯების დაანგარიშების პირველი ეტაპი არის რესტორნის მართვასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის იდენტიფიცირება, მათ შორისაა ფიქსირებული, ცვლადი და ნახევრად ფიქსირებული ხარჯები, ისევე, როგორც ბიზნესისთვის სპეციფიკური სხვა საოპერაციო ხარჯები. 

2. ხარჯების კატეგორიზაცია

მეორე ნაბიჯი პირველ ეტაპზე იდენტიფიცირებული ხარჯების კლასიფიკაციაა ფიქსირებულ, ცვლად და ნახევრად ფიქსირებულ ხარჯებად. კატეგორიზაცია ეხმარება ბიზნესის მფლობელებს, გაიგონ, რომელი ხარჯებია აუცილებელი ბიზნესის გამართულად მუშაობისთვის და, ასევე, გამოყონ ისეთებიც, რომელთა შემცირება რესტორნის ეფექტურ მართვას ხელს არ შეუშლის. 

3. მთლიანი საოპერაციო ხარჯების გამოთვლა

ბოლო ეტაპი არის რესტორნის მთლიანი საოპერაციო ხარჯების გამოთვლა ყველა ფიქსირებული, ცვლადი და ნახევრად-ფიქსირებული ხარჯის შეკრებით. ამ გზით, ბიზნესის მფლობელები სრულ ინფორმაციას მიიღებენ რესტორნის მართვასთან დაკავშირებული თითოეული ხარჯის შესახებ. 

რამდენიმე რჩევა საოპერაციო ხარჯების მართვასთან დაკავშირებით 

საოპერაციო ხარჯების გამოთვლის შემდეგ მათი მენეჯმენტის დრო დგება. ქვევით წაიკითხავთ რამდენიმე რჩევას, რაც რესტორნის მფლობელებს ხარჯების ეფექტურ მართვაში დაეხმარებათ: 

1. ხარჯების ანალიზი

ხარჯების რეგულარული ანალიზის მიზანია იმ ადგილების იდენტიფიკაცია, სადაც ხარჯების შემცირება არის შესაძლებელი ხარისხზე უარის თქმის გარეშე. რესტორნის მფლობელებმა ხარჯების განხილვა თვიურად ან კვარტალურად უნდა აწარმოონ, რის შედეგადაც დააკვირდებიან ტრენდებს და აღმოაჩენენ ადგილებს, სადაც ხარჯები გაზრდილია. 

2. მოლაპარაკება მომმარაგებლებთან

მოლაპარაკებების გამართვა მომმარაგებლებთან ბიზნესისთვის სასარგებლოა, ვინაიდან ამ გზით შესაძლებელია ისეთი ცვლადი ხარჯების შემცირება, როგორიცაა საკვები და სასმელი პროდუქტები. რესტორნის მფლობელები უნდა ეცადონ, რომ უკვე არსებულ მომმარაგებლებთან სარფიანი მოლაპარაკებები აწარმოონ ან, სხვა შემთხვევაში, მოძებნონ ახალი მიმწოდებლები, რომლებიც უკეთეს პირობებს სთავაზობენ.

3. შრომის ხარჯების ოპტიმიზაცია

შრომის ხარჯები რესტორნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მისი მოცულობიდან გამომდინარე. შრომის ხარჯების ოპტიმიზაციისთვის ბიზნესის მფლობელებმა თანამშრომლები უნდა დანიშნონ და მართონ ეფექტურად, უკვე არსებული თანამშრომლები სხვადასხვა მიმართულებით გადაამზადონ იმგვარად, რომ მათ განსხვავებული სპეციფიკის საქმის შესრულება შეეძლოთ და, რაც მთავარია, უნდა გამოიყონ შესაბამისი ბიუჯეტი ტრენინგებისა და განსავითარებელი პროექტების ჩასატარებლად. 

4. კომუნალური ხარჯების კონტროლი

კომუნალური ხარჯების (ელექტროენერგიის, წყლის, გაზის და სხვ.) წილიც შრომის ხარჯებთან ერთად რესტორნის საერთო გასავალში დიდ ადგილს იკავებს. ამგვარი ხარჯების კონტროლი გულისხმობს ინვესტიციის ჩადებას ენერგო-ეფექტურ აღჭურვილობაში, რესურსების გონივრულ მოხმარებას და ხარვეზების აღმოფხვრას მათი გაჩენის მომენტშივე. 

5. ხარჯების შემცირების ღონისძიებების გატარება

ხარჯების შემცირების ღონისძიებების განხორციელება, მაგალითად, პორციის ზომის შემცირება ან მიმწოდებლების შეცვლა, რესტორნის მფლობელებს დაეხმარებათ, შეამცირონ საოპერაციო ხარჯები ხარისხის გაუარესების გარეშე. ბიზნესის მეპატრონეებმა გულდასმით უნდა განიხილონ ხარჯების შემცირების კონკრეტული ზომები და განახორციელონ ისეთები, რომლებიც უარყოფითად არ იმოქმედებს მომხმარებლის გამოცდილებაზე.

ხარჯის აღრიცხვა რესტორნის პროგრამის საშუალებით

როგორც ვნახეთ, ხარჯების სწორად მართვა რესტორნის წარმატების აუცილებელი წინაპირობაა. აქედან გამომდინარე, რესტორნის მფლობელები მუდმივად ეძებენ ახალ გზებს, რომ ხარჯთაღრიცხვის პროცესი მაქსიმალურად ეფექტური და ნაყოფიერი გახადონ. 

დღეს ერთ-ერთი მოწინავე ტრენდი რესტორნის პროგრამის დანერგვაა ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში. FINA-ს რესტორნის მართვის თანამედროვე პროგრამა ეფექტური გზაა საოპერაციო ხარჯების სამართავად. პროგრამა უზრუნველყოფს საწყობისა და ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვას, რის შედეგადაც რესტორნის მფლობელებს სასურველ დროს მიუწვდებათ ხელი სრულყოფილ ანალიტიკურ ინფორმაციაზე ბიზნესის შესახებ. 

კაფე-რესტორნის პროგრამა ნებისმიერი ტიპის ობიექტზეა მორგებული და უზრუნველყოფს როგორც პერიოდულ ხარჯთაღრიცხვას, ისე მიღებული თანხების აღრიცხვას, გადახდებს მიმწოდებლებთან, ფულის გადატანას სალაროსა და ბანკში და სხვ. ფინანსური ტრანზაქციების გარდა, რესტორნის პროგრამაში ავტომატიზირებულია ისეთი კრიტიკული მნიშვნელობის პროცესები, როგორიცაა მენიუს, მაგიდების, რიგებისა და თანამშრომლების მართვა. პროგრამა მოიცავს POS და შეკვეთების გაცემის მოდულებს და დაკავშირებულია თვითმომსახურების კიოსკებთან, რაც მომხმარებელთა გაზრდილი ნაკადის ეფექტურად მართვის საშუალებას იძლევა. 

შეჯამება

საოპერაციო ხარჯების ანგარიში და მენეჯმენტი რესტორნის მართვის ფუნდამენტური პროცესია, რომელსაც ბიზნესის განვითარება ან დაღმასვლა შეუძლია. ხარჯთაღრიცხვის ოპტიმიზაციის ეფექტურ საშუალებად ბიზნესის მფლობელები რესტორნის პროგრამას ასახელებენ, რომელიც ბიზნესის გრძელვადიანი წარმატებას უზრუნველყოფს. 


14-მარ-2024
სიახლე რესტორნებისთვის - მიიღეთ შეკვეთები მიმტანის მობილური აპლიკაციით
კომპანია FINA წარმოგიდგენთ მიმტანის აპლიკაციას, რომელიც გარდაქმნის აქამდე არსებულ გამოცდილებას და გაზრდის რესტორნების მუშაობის ეფექტურობას. თანამედროვე სამყაროში დროს და სისწრაფეს მომსახურებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
12-ივლ-2023
FINA-ს რესტორნის მოდული დაინტეგრირდა GLOVO-ს, WOLT-ისა და BOLT-ის მიტანის სერვისებთან
პირველად საქართველოში, კვების ობიექტებში შემოსული შეკვეთების ავტომატური ასახვა FINA24-ის ქლაუდ სარესტორნო მოდულშია შესაძლებელი, რაც ამარტივებს ყოველდღიურ პროცესებს და პასუხობს თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს.
24-თებ-2023
გაყიდვების მობილური აპლიკაცია მაღაზიისთვის
კომპანია FINA-ს მიერ შემუშავებული აპლიკაციის საშუალებით უკვე მობილურიდანაც შეგეძლებათ განახორციელოთ გაყიდვები, მართოთ მარაგები და გამოწეროთ სასაქონლო ზედნადები. აღარ დაგჭირდებათ ძვირადღირებული POS-ტექნიკის შეძენა და განთავსება - რაც მცირე ფართის შემთხვევაში ძალიან მოსახერხებელია.
5000+
ორგანიზაცია უკვე იყენებს FINA-ს
#
ANYDESK
დატოვეთ შეტყობინება
დაგვიკავშირდით