01-დეკ-2022

თუ ფლობთ მაღაზიას და ეძებთ ბიზნესის მართვის ბიუჯეტურ გადაწყვეტილებას, მაშინ FINA-ს ვაჭრობის 40 ლარიანი პაკეტი ნამდვილად თქვენთვისაა. FINA24 ვაჭრობა Basic მაღაზიისათვის განკუთვნილი პროგრამაა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მართოთ შესყიდვები და გაყიდვები, მოახდინოთ ანგარიშსწორება მყიდველთან და მომწოდებლებთან, ატვირთოთ და ჩამოტვირთოთ ზედნადებები. FINA24 ვაჭრობა Basic თვეში 40 ლარიანი პაკეტის ფუნქციონალში შედის:

• საქონლის შესყიდვა და გაყიდვა ლარში

• ანგარიშსწორება მყიდველთან და მომწოდებელთან

• საქონლისა და თანხის დაბრუნება

• მარაგების აღწერა

• ზედნადების ატვირთვა და ჩამოტვირთვა

• მოლარის POS ვერსია

• საქონლის ჩამოწერა

• ანგარიშგებები

მოლარის POS ვერსიის საშუალებით შესაძლებელია გაყიდვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, დღის ნავაჭრის კონტროლი, სტანდარტული რეპორტების გენერაცია, შტრიხკოდით გატარება და ზედნადების ატვირთვა.

და ბოლოს, FINA24 ვაჭრობა Basic ქლაუდ ვერსია გახლავთ. მონაცემები ინახება დაცულ გარე სერვერებზე და არ საჭიროებს სერვერის დადგმას თქვენს ობიექტზე. იყენებთ რა ვებ ინტერფეისს, სამუშაოდ კი მხოლოდ ინტერნეტი ესაჭიროებათ. იძენთ არა პროგრამული უზრუნველყოფას, არამედ სერვისს გარკვეული ვადით, რაც ხარჯების მინიმიზაციის საშუალებას იძლევა. FINA24 ვაჭრობა Basic-ის შემთხვევაში 1 თვის ქირის საფასური გახლავთ 40 ლარი, რაც მცირე ბიზნესებისთვის კომფორტული და ბიუჯეტური გადაწყვეტილებაა.


24-თებ-2023
გაყიდვების მობილური აპლიკაცია მაღაზიისთვის
კომპანია FINA-ს მიერ შემუშავებული აპლიკაციის საშუალებით უკვე მობილურიდანაც შეგეძლებათ განახორციელოთ გაყიდვები, მართოთ მარაგები და გამოწეროთ სასაქონლო ზედნადები. აღარ დაგჭირდებათ ძვირადღირებული POS-ტექნიკის შეძენა და განთავსება - რაც მცირე ფართის შემთხვევაში ძალიან მოსახერხებელია.
15-მარ-2023
ელექტრონულ სისტემასთან ინტეგრირებული აფთიაქის პროგრამა
FINA აფთიაქი წარმოადგენს როგორც მცირე, ასევე ქსელური აფთიაქებისთვის განკუთვნილ გაყიდვების და მარაგების აღრიცხვის პროგრამას, საიდანაც რეგულაციის მიხედვით, შესაძლებელია რეალურ დროში, მარტივად მოხდეს ყველა სახის სასაქონლო ოპერაციის ატვირთვა ელექტრონულ სისტემაში.
12-ოქტ-2021
თბილისში ინოვაციური მაღაზია მოლარის გარეშე წარმატებით მუშაობს
თბილისში პირველი "ჭკვიანი მაღაზია", სადაც რიგი და მოლარე არასდროს დაგხვდებათ, 2021 წლის სექტემბრიდან ღიაა.
5000+
ორგანიზაცია უკვე იყენებს FINA-ს
ANYDESK
TEAMVIEWER
დატოვეთ შეტყობინება
დაგვიკავშირდით