17-თებ-2021

საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, 1 მარტიდან დამსაქმებლები ვალდებულნი იქნებიან, აღრიცხონ დასაქმებულის სამუშაო საათები.

კომპანია FINA-ს მიერ წარმოდგენილი ახალი პროდუქტი-WEEKSy სწორედ აღნიშნულ მოთხოვნებზე მორგებული პროგრამაა, სადაც თანამშრომლების დასწრებისა და შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა მარტივადაა შესაძლებელი.

WEEKSy პროგრამას აქვს მარტივი ინტერფეისი, რომელიც თანამშრომლებისთვის ადვილად აღსაქმელი და სამართავია. სისტემაში ყველა ის ფუნქციონალია თავმოყრილი, რაც ადმინისტრაციის მხრიდან არა მხოლოდ თანამშრომლების მართვისა და აღრიცხვის პროცესს გააადვილებს, არამედ თავად დასაქმებულებს შიდა კომუნიკაციის აწყობაშიც დაეხმარება.

პროგრამა WEEKSy შემდეგი მოდულებისგან შედგება:

ადამიანური რესურსების ადმინისტრირება - ამ ნაწილში მარტივადაა შესაძლებელი თანამშრომლების სამსახურში მიღება, გათავისუფლება, შვებულება, მივლინებისა და სხვა საჭირო დეტალების აღრიცხვა. თანამშრომლების სრული ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრისა და მართვის საშუალება.

თანამშრომლების დასწრების დაგეგმვა და აღრიცხვა - სხვადასხვა სახის აპარატურული და პროგრამული მოდულების დახმარებით თანამშრომლების მოსვლა-წასვლისა და შესვენებების აღრიცხვა. სტანდარტული და ინდივიდუალური სამუშაო გრაფიკების შედგენა, მენეჯერების მხრიდან თანამშრომლების დასწრების მართვა.

ინვენტარის კონტროლი - ინვენტარის მარტივი და ეფექტიანი აღრიცხვის მოდული, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომელზე გადაცემული და დაბრუნებული ინვენტარის კონტროლს სერიული ნომრების მიხედვით.

ხელფასების ავტომატური დაანგარიშება - პლატფორმა საშუალებას იძლევა თვის ბოლოს, ავტომატურად გამოთვალოთ თანამშრომლის ფიქსირებული თუ საათობრივი ხელფასი დასწრების, შვებულებების, მივლინებების, პრემიებისა და სხვა დოკუმენტების გათვალისწინებით.

მრავალფეროვანი ანგარიშგებები - პროგრამა საშუალებას იძლევა დააგენერიროთ კანონმდებლობით სავალდებულო შესავსები ფორმები, ისარგებლოთ ადმინისტრირების, დასწრების, დავალებების შესრულებისა და სხვა მრავალფეროვანი ანგარიშგებებით.

"რაც მთავარია, აღნიშნული პროგრამის გამოყენება ყველა მიმართულების კომპანიისთვისაა შესაძლებელი, იქნება ეს კვების ობიექტი, ვაჭრობა, წარმოება, სამშენებლო კომპანია, სამედიცინო დაწესებულება, მომსახურების სფერო თუ სხვა. ამასთანავე პროგრამა მოსახერხებელია დისტანციურად და ნახევრად დისტანციურად მუშაობის შემთხვევაშიც", - აცხადებენ კომპანიაში.

პროგრამა კომპანია FINA-ს მიერაა შექმნილი, რომელმაც 10 წლის მანძილზე 3500+ კომპანიას გაუმარტივა ბიზნესის მართვა პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით.

სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ Facebook გვერდზე.


10-თებ-2026
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გამოიყენოთ FINA-ს ბიზნესის მართვის პროგრამა თქვენს სასტუმროში
თანამედროვე სასტუმრო ინდუსტრია ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ვითარდება, სადაც ბიზნესის წარმატება დამოკიდებულია პროცესების ეფექტიან მართვაზე, მომსახურების ხარისხზე და ფინანსური მონაცემების გამჭვირვალობაზე. სასტუმროს მართვა აღარ არის მხოლოდ ნომრების დაჯავშნა და სტუმრების მიღება, იგი მოიცავს მრავალფუნქციურ პროცესებს, მათ შორის რესტორნის ოპერაციებს, ოთახების დალაგების სერვისს (Housekeeping), ონლაინ გაყიდვების არხების მართვასა და ბუღალტრულ აღრიცხვას. FINA-ს ბიზნესის მართვის პროგრამა წარმოადგენს მრავალფუნქციურ სისტემას, რომელიც სასტუმროებს აძლევს საშუალებას, ყველა ეს პროცესი ერთ მოდულში გააერთიანონ. ქვემოთ განხილულია ხუთი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არის მიზანშეწონილი FINA-ს პროგრამის დანერგვა სასტუმრო ბიზნესში.
12-დეკ-2025
ხუთი მთავარი გამოწვევა მცირე ბიზნესში და მათი ტექნოლოგიური გადაწყვეტა
მცირე ბიზნესი ხშირად აწყდება ისეთ გამოწვევებს, რომლებიც ხელს უშლის განვითარებას და ზრდას. საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნოლოგიები და სწორად შერჩეული პროგრამული უზრუნველყოფა ამ პრობლემებს მარტივად აგვარებს. წარმოგიდგენთ ხუთ მთავარ ბიზნესის სირთულეს და მათ ტექნოლოგიურ გადაწყვეტას FINA-ს პროგრამების გამოყენებით.
12-ივნ-2025
რატომ არის მაღაზიის პროგრამა აუცილებელი ვაჭრობის ობიექტებისთვის?
ვაჭრობის პროგრამა არის ციფრული ხელსაწყო, რომელიც ბიზნესს ეხმარება გაყიდვების, მარაგების, მომხმარებლის მონაცემების, თანამშრომლების მუშაობის და სხვა პროცესების მართვაში. ეს შეიძლება იყოს გაყიდვების წერტილის (POS) სისტემა, მარაგების მენეჯერი ან სრული ERP (Enterprise Resource Planning) პლატფორმა.
6000+
ორგანიზაცია უკვე იყენებს FINA-ს
#
ANYDESK
დატოვეთ შეტყობინება
დაგვიკავშირდით