24-ივნ-2021

ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მასში დასაქმებული ადამიანები არიან, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათი რესურსების მართვა, დახვეწილი ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება, ყოველდღიური პროცესების აღრიცხვა და მონიტორინგი. ბუნებრივია, ამ ყველაფრის ერთ ელექტრონულ სივრცეში თავმოყრა HR სპეციალისტებსაც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ინფორმაციის სწრაფ მოძიებასა და რეპორტების ისე გენერირებაში, რომ კანონის მოთხოვნებიც ზუსტად იყოს გათვალისწინებული.

არსებული გამოწვევების და ბიზნესისთვის პროცესების გასამარტივებლად, FINA-ს გუნდმა შექმნა თანამშრომელთა აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფა WEEKSy, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი მიმართულებისა და ზომის ორგანიზაციისთვის.

WEEKSy შედგება რამდენიმე ძირითადი მოდულისგან, მათ შორისაა: თანამშრომელთა დასწრების დაგეგმვა და მართვა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თითოეულ თანამშრომელზე სამუშაო გრაფიკის შედგენა, ცვლაში განაწილება და შესაბამისად, დასწრების აღრიცხვა. ასევე, პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს HR ადმინისტრირებისა და ინვენტარის მართვის მოდული, სადაც მარტივადაა შესაძლებელი დასაქმებულთა პირადი და ბიოგრაფიული ინფორმაციის თავმოყრა, მივლინებების, შვებულებებისა და სხვადასხვა დოკუმენტების ატვირთვა, თანამშრომელზე გადაცემული ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და მონიტორინგი.

დღითი დღე უფრო და უფრო მეტი ორგანიზაცია იყენებს WEEKSy-ს პროგრამული უზრუნველყოფის როგორც ცალკეულ მოდულებს, ასევე სრულ ფუნქციონალს, რაც მათ დროისა და ადამიანური რესურსის დაზოგვაში ეხმარება, რადგან 2021 წლის პირველი მარტიდან ბიზნესი ვალდებულია აწარმოოს ტაბელები და აღწეროს დასაქმებულთა ნამუშევარი საათები. WEEKSy-ს საშუალებით ავტომატურად ხდება ტაბელის გენერირება და დასაქმებულისთვის SMS-ის სახით ინფორმაციის მიწოდება მისი ნამუშევარი საათების შესახებ.

FINA-ს გუნდი აქტიურად განაგრძობს მუშაობას WEEKSy-ს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაზე, რადგან ბიზნეს პროცესების მარტივი და ეფექტური მართვა პირდაპირ კავშირშია ბიზნესის წარმატებასთან.

შეგახსენებთ, რომ კომპანია FINA უკვე 10 წელზე მეტია ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი და 4000-ზე მეტ კომპანიას სთავაზობს სხვადასხვა მიმართულების პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც სრულად პასუხობს ბიზნეს პროცესებში არსებულ დღევანდელ გამოწვევებს.


12-დეკ-2025
ხუთი მთავარი გამოწვევა მცირე ბიზნესში და მათი ტექნოლოგიური გადაწყვეტა
მცირე ბიზნესი ხშირად აწყდება ისეთ გამოწვევებს, რომლებიც ხელს უშლის განვითარებას და ზრდას. საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნოლოგიები და სწორად შერჩეული პროგრამული უზრუნველყოფა ამ პრობლემებს მარტივად აგვარებს. წარმოგიდგენთ ხუთ მთავარ ბიზნესის სირთულეს და მათ ტექნოლოგიურ გადაწყვეტას FINA-ს პროგრამების გამოყენებით.
12-ივნ-2025
რატომ არის მაღაზიის პროგრამა აუცილებელი ვაჭრობის ობიექტებისთვის?
ვაჭრობის პროგრამა არის ციფრული ხელსაწყო, რომელიც ბიზნესს ეხმარება გაყიდვების, მარაგების, მომხმარებლის მონაცემების, თანამშრომლების მუშაობის და სხვა პროცესების მართვაში. ეს შეიძლება იყოს გაყიდვების წერტილის (POS) სისტემა, მარაგების მენეჯერი ან სრული ERP (Enterprise Resource Planning) პლატფორმა.
15-აპრ-2025
როგორ შეუძლია POS სისტემას გაზარდოს რესტორნის მოგება
სწორად შერჩეული POS სისტემა არამხოლოდ ტრანზაქციებს ამუშავებს, არამედ ოპერაციების გამარტივებას, ეფექტურობის გაზრდას და ღირებული ინფორმაციის მიღებას უწყობს ხელს, რომელიც პირდაპირ მოქმედებს რესტორნის მოგების ზრდაზე.
6000+
ორგანიზაცია უკვე იყენებს FINA-ს
#
ANYDESK
დატოვეთ შეტყობინება
დაგვიკავშირდით