12-ოქტ-2021

თბილისში პირველი "ჭკვიანი მაღაზია", სადაც რიგი და მოლარე არასდროს დაგხვდებათ, 2021 წლის სექტემბრიდან ღიაა.

NOKA-ში შესვლიდან გასვლამდე, ამ ტექნოლოგიური მაღაზიის გამოყენების ეტაპები შემდეგნაირია:

  1. 1. მომხმარებელი იღებს კალათას;
  2. 2. თითს ადებს სენსორს და ბარიერის გავლით შედის მაღაზიის სივრცეში;
  3. 3. მომხმარებელი კარადებიდან იღებს პროდუქციას;
  4. 4. დასრულებისას კი გასასვლელში თითს ადებს სენსორს და ავტომატურად დაანგარიშებულ თანხას იხდის ტერმინალზე ბარათით ან მობილურით.

თუ როგორ იყენებენ მაღაზიას მომხმარებლები, ქვემოთ მოცემული ვიდეოდანაც შეგიძლიათ გაიგოთ:

აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგია, რომელიც მაღაზიის ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს, კომპანია FINA-ს მიერაა შექმნილი. 2021 წლის იანვრიდან მაღაზია ექსპერიმენტულ რეჟიმში მუშაობდა თანამშრომლებისთვის და მიმდინარეობდა სისტემაზე დაკვირვება, რის შემდეგაც FINA-ს გუნდმა მოახერხა სისტემის მდგრადობისა და მოქნილობის უზრუნველყოფა. ხოლო სექტემბერში, როცა სისტემა უკვე სრულად მზად იყო მომხმარებელთა ნაკადის მისაღებად, გაიხსნა რეალური მაღაზია სხვადასხვა ტიპის პროდუქციით.

"ვფიქრობთ, NOKA-ს ტექნოლოგია საკმაოდ პოპულარული გახდება საქართველოში. ავტომატიზებული სისტემები დღითი-დღე უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება მსოფლიოში, შესაბამისად, ქართველ მომხმარებელსაც აქვს სურვილი ყოველდღიური, რუტინული პროცესების შესრულებისას დაზოგილი დრო მეტად მნიშვნელოვანი საქმისკენ, ან სულაც დასვენებისკენ მიმართონ. NOKA არ გეგმავს გახდეს მაღაზიათა ქსელი, ეს არის ტექნოლოგია, რომელიც სავაჭრო ობიექტებისთვის შეიქმნა და მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობს როგორც ბიზნესს, ასევე მომხმარებელს. NOKA-ს უმთავრესი მიზანი მაღალი ტექნოლოგიების დახმარებით ეფექტური, მოქნილი და კომფორტული გარემოს შექმნაა როგორც ვაჭრობის სფეროს ბიზნესის, ასევე მომხმარებლებისთვის", — ამბობს დავით თოფჩიშვილი - კომპანია FINA-ს დამფუძნებელი.

NOKA მარკეტი ნებისმიერ დაინტერესებულ მომხმარებელს სთავაზობს გამოცადოს ყიდვის უახლესი ტექნოლოგია. მარკეტი მდებარეობს ვერაზე, კოსტავას მე-2 შესახვევის N3-ში. დეტალურ ინფორმაციასა და სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე www.noka.tech


10-თებ-2026
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გამოიყენოთ FINA-ს ბიზნესის მართვის პროგრამა თქვენს სასტუმროში
თანამედროვე სასტუმრო ინდუსტრია ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ვითარდება, სადაც ბიზნესის წარმატება დამოკიდებულია პროცესების ეფექტიან მართვაზე, მომსახურების ხარისხზე და ფინანსური მონაცემების გამჭვირვალობაზე. სასტუმროს მართვა აღარ არის მხოლოდ ნომრების დაჯავშნა და სტუმრების მიღება, იგი მოიცავს მრავალფუნქციურ პროცესებს, მათ შორის რესტორნის ოპერაციებს, ოთახების დალაგების სერვისს (Housekeeping), ონლაინ გაყიდვების არხების მართვასა და ბუღალტრულ აღრიცხვას. FINA-ს ბიზნესის მართვის პროგრამა წარმოადგენს მრავალფუნქციურ სისტემას, რომელიც სასტუმროებს აძლევს საშუალებას, ყველა ეს პროცესი ერთ მოდულში გააერთიანონ. ქვემოთ განხილულია ხუთი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არის მიზანშეწონილი FINA-ს პროგრამის დანერგვა სასტუმრო ბიზნესში.
12-დეკ-2025
ხუთი მთავარი გამოწვევა მცირე ბიზნესში და მათი ტექნოლოგიური გადაწყვეტა
მცირე ბიზნესი ხშირად აწყდება ისეთ გამოწვევებს, რომლებიც ხელს უშლის განვითარებას და ზრდას. საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნოლოგიები და სწორად შერჩეული პროგრამული უზრუნველყოფა ამ პრობლემებს მარტივად აგვარებს. წარმოგიდგენთ ხუთ მთავარ ბიზნესის სირთულეს და მათ ტექნოლოგიურ გადაწყვეტას FINA-ს პროგრამების გამოყენებით.
12-ივნ-2025
რატომ არის მაღაზიის პროგრამა აუცილებელი ვაჭრობის ობიექტებისთვის?
ვაჭრობის პროგრამა არის ციფრული ხელსაწყო, რომელიც ბიზნესს ეხმარება გაყიდვების, მარაგების, მომხმარებლის მონაცემების, თანამშრომლების მუშაობის და სხვა პროცესების მართვაში. ეს შეიძლება იყოს გაყიდვების წერტილის (POS) სისტემა, მარაგების მენეჯერი ან სრული ERP (Enterprise Resource Planning) პლატფორმა.
6000+
ორგანიზაცია უკვე იყენებს FINA-ს
#
ANYDESK
დატოვეთ შეტყობინება
დაგვიკავშირდით