11-თებ-2021

ოდესმე გიფიქრიათ რა კარგი იქნებოდა მარკეტში შესულს, არც მოლარე გხვდებოდეთ, არც რიგი, უბრალოდ იღებდეთ რაც გსურთ და გასასვლელში პროდუქციის დასკანერებისა და დათვლის გარეშე, წინასწარ ავტომატურად დაანგარიშებულ თანხას იხდიდეთ ბარათით ან ApplePay-ს დახმარებით.

სწორედ ეს არის NOKA - მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მარკეტი, რომელიც ამ დარგში ინოვაციურია.

ამ ეტაპზე უკვე შექმნილია ექსპერიმენტული რეალური მარკეტის მოდელი, რომელიც შიდა ტესტირებას გადის.



NOKA მარკეტში შესვლა შესაძლებელია ურიკით და სენსორზე თითის დადებით. სავაჭრო სივრცეში შესულს შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი პროდუქცია, აიღოთ ან დააბრუნოთ დახლზე, მოათავსოთ კალათში, ან თუნდაც პირდაპირ ჩანთაში ჩაიდოთ. ამის შემდეგ გასასვლელში გადადიხართ ჭკვიან ბარიერთან, სადაც სენსორზე თითის დადებისას, თანხა უკვე დაანგარიშებულია და იხდით ბარათით ან ApplePay-ს მეშვეობით.

სხვა ანალოგიურ სისტემებთან შედარებით (როგორიცაა Amazon Go, AiFi, Zippin, Sensei და სხვა), NOKA ტექნოლოგიაში არ არის გამოყენებული კამერები, ანუ არ ხორციელდება მომხმარებლის ბიომეტრიული და პროდუქტების გრაფიკული ამოცნობა, რაც საგრძნობლად ამცირებს პროექტის ფასს და არ საჭიროებს მძლავრ სერვერებს ამოცნობის რთული პროცესის დასამუშავებლად.

ასევე, ტექნოლოგია არ არის დაფუძნებული თვითმომსახურების სისტემაზე, სადაც მომხმარებელს თვითონ უწევს პროდუქციის დასკანერება. NOKA ტექნოლოგია არ საჭიროებს პროდუქტების დასკანერებას.

NOKA ტექნოლოგიის მნიშვნელოვანი უპირატესობები ისაა რომ:

-არ საჭიროებს მოლარეს

-არ საჭიროებს პროდუქციის დასკანერებას

-იდენტიფიკაცია არ ხორციელდება კამერებით

-არ მოითხოვს დიდ სერვერულ რესურსს გამოთვლებისთვის

-სხვა ტექნოლოგიებთან შედარებით მოითხოვს ბევრად ნაკლებ ინვესტიციას

-ზოგავს ადამიანურ რესურსს

-პროდუქცია მაქსიმალურად დაცულია ქურდობისგან

- ხორციელდება პროდუქციის თაროებზე ნაშთის ავტომატური კონტროლი

NOKA ტექნოლოგიის დახვეწის მიზნით, უკვე დაწყებულია მუშაობა მცირე ზომის რეალური მარკეტის შექმნაზე, რომელიც 1000-მდე დასახელების პროდუქტს მოიცავს და რომელიც ჩვეულებრივ, უკვე მომხმარებლებს მოემსახურება.

NOKA ტექნოლოგიის იდეის განხორციელებაზე კომპანია FINA-ს გუნდი მუშაობს. ,,ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა აღნიშნულ ტექნოლოგიაზე მუშაობა, ეს იყო ძალიან საინტერესო და გამოწვევებით სავსე პერიოდი, როდესაც ექსპერიმენტულ მოდელზე მუშაობა დავასრულეთ და რეალურად გავტესტეთ მისი შესაძლებლობები, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რამდენად საინტერესო პროექტს შევეჭიდეთ. ვფიქრობთ, აღნიშნული ტექნოლოგია სავაჭრო ქსელის წარმომადგენლებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდება’’.

პროექტი საერთაშორისო მასშტაბისაა და ადგილობრივთან ერთად უცხოურ ბაზარსაც მოიცავს.

დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ვებ გვერდზე www.noka.tech


21-აპრ-2023
რესტორნის ხარჯების აღრიცხვის მარტივი გზები
რესტორნის მართვა ბევრისთვის საოცნებო საქმიანობაა, ვინაიდან შემოსავლის წყაროებს შორის საკუთარი ბიზნესის ქონა ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული და მომგებიანია. მაგრამ კომფორტთან ერთად გასათვალისწინებელია ის უმცირესი დეტალები, რომელთა სწორად დამენეჯმენტების გარეშე ბიზნესი დომინოს პრინციპით ჩამოიშლება. სწორედ ასეთი ფაქტორები აქცევს რესტორნის მართვას კომპლექსურ და საფრთხილო საქმიანობად.
01-დეკ-2022
FINA-ს მაღაზიის მართვის პროგრამა 40 ლარად თვეში
თუ ფლობთ მაღაზიას და ეძებთ ბიზნესის მართვის ბიუჯეტურ გადაწყვეტილებას, მაშინ FINA-ს ვაჭრობის 40 ლარიანი პაკეტი ნამდვილად თქვენთვისაა. FINA24 ვაჭრობა Basic მაღაზიისათვის განკუთვნილი პროგრამაა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მართოთ შესყიდვები და გაყიდვები, მოახდინოთ ანგარიშსწორება მყიდველთან და მომწოდებლებთან, ატვირთოთ და ჩამოტვირთოთ ზედნადებები.
01-სექ-2022
სარესტორნო თვითმომსახურების კიოსკების ბენეფიტები
თვითმომსახურების კიოსკი არის ინტერაქტიული ტაბლეტი, ან სენსორული კომპიუტერი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მიიღოს ინფორმაცია და სერვისი ადამიანთან უშუალო ურთიერთობის გარეშე. ციფრულ თვითმომსახურების კიოსკების დანერგვა ბიზნესს საშუალებას აძლევს ეფექტიანად გააფართოვოს ოპერაციები და შეამციროს ხარჯები.
5000+
ორგანიზაცია უკვე იყენებს FINA-ს
ANYDESK
TEAMVIEWER
დატოვეთ შეტყობინება
დაგვიკავშირდით