17-დეკ-2019

კომპანია FINA-მ თვითმომსახურების კიოსკების სისტემა დანერგა

ქართულმა კომპანიამ FINA სწრაფი კვების ობიექტებისათვის ახალი სისტემა - თვითმომსახურების კიოსკები წარადგინა. აღნიშნული პროდუქტი პირველად სწრაფი კვების რესტორნების - Wendy’s ქსელში დაინერგა.

თვითმომსახურების კიოსკები ეხმარება სწრაფი კვების ობიექტებს სწრაფად მიიღონ მომხმარებლების გაზრდილი ნაკადი და შესაბამისად მეტი შემოსავალი. მომხმარებელს კი საშუალებას აძლევს სალაროსთან რიგში ჩადგომის ნაცვლად მივიდეს დარბაზში განთავსებულ რომელიმე კიოსკთან, მოლარისგან დამოუკიდებლად აარჩიოს სასურველი კერძები და განახორციელოს გადახდა.

კიოსკზე მიღებული შეკვეთა მომენტალურად აისახება პროგრამა FINA24-ის კაფე-რესტორნის მოდულში, ასევე მასთან დაკავშირებულ სამზარეულოს მონიტორებზე (KDS) და დარბაზში მოთავსებულ რიგების მართვის მონიტორზე, სადაც მომხმარებელი თვალს ადევნებს მისი შეკვეთის დამზადების სტატუსს.

კომპანია FINA ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და 9 წლის მანძილზე კომპანიებს პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მუდმივ სიახლეებს სთავაზობს. ამასთან, სტაბილურობა და მაღალი ხარისხი FINA-ს მთავარი ფასეულობებია.

ვაჭრობის, დისტრიბუციის, სასტუმრო, სარესტორნო და სხვა მიმართულების 3000-ზე მეტმა კომპანიამ უკვე გაიმარტივა შიდა პროცესების აღრიცხვა FINA-სთან ერთად!

FINA - საიმედო პარტნიორი თქვენი ბიზნესისათვის!


01-დეკ-2022
FINA-ს მაღაზიის მართვის პროგრამა 40 ლარად თვეში
თუ ფლობთ მაღაზიას და ეძებთ ბიზნესის მართვის ბიუჯეტურ გადაწყვეტილებას, მაშინ FINA-ს ვაჭრობის 40 ლარიანი პაკეტი ნამდვილად თქვენთვისაა. FINA24 ვაჭრობა Basic მაღაზიისათვის განკუთვნილი პროგრამაა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მართოთ შესყიდვები და გაყიდვები, მოახდინოთ ანგარიშსწორება მყიდველთან და მომწოდებლებთან, ატვირთოთ და ჩამოტვირთოთ ზედნადებები.
01-სექ-2022
სარესტორნო თვითმომსახურების კიოსკების ბენეფიტები
თვითმომსახურების კიოსკი არის ინტერაქტიული ტაბლეტი, ან სენსორული კომპიუტერი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მიიღოს ინფორმაცია და სერვისი ადამიანთან უშუალო ურთიერთობის გარეშე. ციფრულ თვითმომსახურების კიოსკების დანერგვა ბიზნესს საშუალებას აძლევს ეფექტიანად გააფართოვოს ოპერაციები და შეამციროს ხარჯები.
19-მაი-2022
რატომ სჭირდება თქვენს კვების ობიექტს პროგრამული უზრუნველყოფა
პროგრამული უზრუნველყოფაც ტექნოლოგიური პროგრესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის საშუალებითაც ბიზნესს შეუძლია გააციფრულოს ყოველდღიური პროცესები და ავტომატიზებული გახადოს საქმიანობა.
5000+
ორგანიზაცია უკვე იყენებს FINA-ს
ANYDESK
TEAMVIEWER
დატოვეთ შეტყობინება
დაგვიკავშირდით