02-სექ-2021

კომპანია FINA-ს მიერ შემუშავებული ტექნოლოგიით შექმნილი მარკეტი უკვე გაიხსნა და სატესტო რეჟიმში მუშაობს. ეს არის სივრცე, რომელში შესულს არ დაგხვდებათ არც მოლარე და არც რიგი.

ქართულმა კომპანია FINA-მ შეიმუშავა და დააპატენტა მსოფლიოში უნიკალური ტექნოლოგია NOKA, რომელიც მომხმარებელს ყიდვის სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს. ინოვაციურ მარკეტში ყიდვის პროცესი თითქმის არ განსხვავდება სტანდარტულ მარკეტში ყიდვის პროცესისგან. მომხმარებელი სასურველ პროდუქტებს ათავსებს კალათში, ხოლო სისტემა გასასვლელში ავტომატურად ითვლის პროდუქციის ჯამურ ღირებულებას ყოველგვარი დასკანერებისა და მოლარის ჩარევის გარეშე, თანხას კი მომხმარებელი საბანკო ბარათის ან მობილურის საშუალებით იხდის. სხვა მსგავს სისტემებთან შედარებით, როგორიცაა თუნდაც Amazon Go, NOKA ტექნოლოგიაში არ არის გამოყენებული კამერები, ხელოვნური ინტელექტი და ამოცნობის რთული ალგორითმები. ასევე არ ხდება მომხმარებლის ბიომეტრიული ან სხვა რაიმე მონაცემის დამუშავება და შენახვა, სწორედ ამიტომ სისტემა არ საჭიროებს მძლავრი სერვერების განთავსებას და მისი დანერგვა სავაჭრო ობიექტზე არ მოითხოვს განსაკუთრებით დიდ ფინანსურ ინვესტიციას.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მაღაზიის სატესტო რეჟიმში მუშაობის პროცესში დააკვირდებიან მომხმარებლის ქცევას, თუ რამდენად სწრაფად და მარტივად ადაპტირდება მყიდველი უახლეს ტექნოლოგიასთან. ასევე მნიშვნელოვანია სისტემის მდგრადობის ტესტირება, რომლის შემდეგაც სავაჭრო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მოხდება აღნიშნული ინოვაციური ტექნოლოგიის შეთავაზება.

"2 წელია, რაც FINA-ს გუნდი NOKA ტექნოლოგიაზე ვმუშაობთ, პროცესი ძალიან საინტერესო და გამოწვევებით აღსავსე აღმოჩნდა. ვფიქრობთ, რომ ეს არის მომავლის ტექნოლოგია, რომელიც ყიდვის პროცესს ბევრად უფრო მოქნილს, სწრაფს და ავტომატიზებულს გახდის. სატესტო მაღაზიის მომხმარებლებისთვის გახსნა ჩვენთვის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან მუშაობის პროცესში დავაკვირდებით მომხმარებლის ქცევას, გაიტესტება სისტემის მდგრადობა და შემდეგ უკვე სავაჭრო ბიზნესის წარმომადგენლებს შევთავაზებთ აღნიშნულ ინოვაციურ ტექნოლოგიას", — აცხადებს კომპანია FINA-ს დამფუძნებელი, დავით თოფჩიშვილი.

NOKA მარკეტი ნებისმიერ დაინტერესებულ მომხმარებელს სთავაზობს გამოცადოს ყიდვის უახლესი ტექნოლოგია. მარკეტი მდებარეობს ვერაზე, კოსტავას მე-2 შესახვევის N3-ში. დეტალურ ინფორმაციასა და სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე www.noka.tech


01-დეკ-2022
FINA-ს მაღაზიის მართვის პროგრამა 40 ლარად თვეში
თუ ფლობთ მაღაზიას და ეძებთ ბიზნესის მართვის ბიუჯეტურ გადაწყვეტილებას, მაშინ FINA-ს ვაჭრობის 40 ლარიანი პაკეტი ნამდვილად თქვენთვისაა. FINA24 ვაჭრობა Basic მაღაზიისათვის განკუთვნილი პროგრამაა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მართოთ შესყიდვები და გაყიდვები, მოახდინოთ ანგარიშსწორება მყიდველთან და მომწოდებლებთან, ატვირთოთ და ჩამოტვირთოთ ზედნადებები.
01-სექ-2022
სარესტორნო თვითმომსახურების კიოსკების ბენეფიტები
თვითმომსახურების კიოსკი არის ინტერაქტიული ტაბლეტი, ან სენსორული კომპიუტერი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მიიღოს ინფორმაცია და სერვისი ადამიანთან უშუალო ურთიერთობის გარეშე. ციფრულ თვითმომსახურების კიოსკების დანერგვა ბიზნესს საშუალებას აძლევს ეფექტიანად გააფართოვოს ოპერაციები და შეამციროს ხარჯები.
19-მაი-2022
რატომ სჭირდება თქვენს კვების ობიექტს პროგრამული უზრუნველყოფა
პროგრამული უზრუნველყოფაც ტექნოლოგიური პროგრესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის საშუალებითაც ბიზნესს შეუძლია გააციფრულოს ყოველდღიური პროცესები და ავტომატიზებული გახადოს საქმიანობა.
5000+
ორგანიზაცია უკვე იყენებს FINA-ს
ANYDESK
TEAMVIEWER
დატოვეთ შეტყობინება
დაგვიკავშირდით