წინამდებარე კონფიდენციალურობის პირობებით(შემდგომში „კონფიდენციალურობის პოლიტიკა“, „კონფიდენციალურობის პირობები“) განსაზღვრულია თუ რა სახის ინფორმაციის შეგროვებას ახორციელებს მომსახურების გამწევი მომხმარებლისაგან, ისევე, როგორც რა სახის ინფორმაციას გვაწვდის მომხმარებელი(შემდგომში „კონფიდენციალური ინფორმაცია“, „ინფორმაცია“) აპლიკაციის მეშვეობით. ამასთანავე კონფიდენციალურობის პირობებით განსაზღვრულია მომსახურების გამწევის მიერ ინფორმაციის შეგროვების, გამოყენების, შენახვის, დაცვის და გამჟღავნების პირობები.

კონფიდენციალურობის პირობების ნებისმიერი ცვლილების და/ან დამატების განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ გაცნობებთ, ამასთანავე ცვლილება ძალაში შევა, მხოლოდ მისი მომხმარებლ(ებ)ისათვის შეტყობინების შემდეგ.

კონფიდენციალურობის პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ მომსახურების წესებსა და პირობებში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა, თუ კონფიდენციალურობის პირობებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

კონფიდენციალურობის პირობების მიზნებისათვის, მომსახურების გამწევი წარმოადგენს მონაცემთა დამმუშავებელს.

თუ თქვენ არ ეთანხმებით, რომ იყოთ შებოჭილნი კონფიდენციალურობის პირობებით, თქვენ არ გაქვთ უფლება გქონდეთ წვდომა, ან გამოიყენოთ FINA POS აპლიკაცია და/ან მომსახურება, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, არ დაეთანხმოთ მომსახურებისა და კონფიდენციალურობის პირობებს, ამასთანავე, არ ისარგებლოთ FINA POS-ის მომსახურებით.

1. მონაცემთა დამმუშავებლის მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია
მომსახურების გამწევის მონაცემებია:
• საფირმო სახელწოდება: შპს FINA
• სამართლებრივი ფორმა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
• საიდენტიფიკაციო ნომერი: 404407968
• მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, მ. კოსტავას II შეს., N2
• ტელ.ნომერი: (+995 32) 219-70-00
• ელ.ფოსტა: contact@fina.ge

2. ინფორმაციის შეგროვება
2.1. მონაცემთა დამმუშავებელი აგროვებს მომხმარებლის მიერ მისთვის მიწოდებულ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია მომსახურების გაწევისათვის.
2.2. FINA POS-ის აპლიკაციაში ანგარიშის შექმნისას, არ ხდება მომხმარებლის პერსონალური ან/და სხვა მაიდენტიფიირებელი ინფორმაციის დამუშავება/გამოყენება. აპლიკაციაში დასაკავშირებლად მომხმარებლის რეგისტრაცია განხორციელდება მომსახურების წესებსა და პირობებში მოცემული პირობების მიხედვით, შესაბამისად FINA24-ის პროგრამული უზრუნველყოფით სარგებლობისათვის მომხმარებლისათვის მინიჭებული მთავარი ადმინის სახელითა და პაროლით.
2.3.ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელიც ეხება იმ ტექნიკურ მოწყობილობას, რომელსაც იყენებთ ჩვენი მომსახურებით სარგებლობისას, ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს: მოწყობილობის ტიპი, მისი საიდენტიფიკაციო ნომერი, ოპერაციული სისტემა, IP მისამართი და ა.შ.

3. ინფორმაციის შეგროვების მიზნები და დამუშავება
3.1. ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც მომხმარებელი გვაწვდის ან ვიღებთ მომხმარებელთან დაკავშირებით, შეიძლება ჩვენს მიერ გამოყენებულ იქნას შემდეგი მიზნებით:
3.1.1 მომსახურების პირობებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის დახვეწისა და გაძლიერებისათვის;
3.1.2 სამართლებრივ მოთხოვნებზე პასუხის გაცემისა და ზიანის თავიდან აცილების მიზნით;
3.1.3 მობილური აპლიკაციისა და მომსახურების სამართავად;
3.1.4 მომსახურების გამწევის მიერ მომხმარებლის მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულების მიზნით;
3.1.5 მომსახურების გამწევის კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისათვის;
3.1.6 სამართლებრივი პროცესების(ვალის ამოღება, სასამართლო წარმოება, საჩივრების განხილვა და სხვ.) სამართავად. თაღლითობის, ჩვენი მომსახურების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად და მონაცემების, სისტემისა და ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
3.2. მომსახურების გამწევის მიერ მომხმარებელთა მონაცემების დამუშავება და გამოყენება ხდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით, მხოლოდ კანონიერი მიზნებით.

4. ინფორმაციის გაზიარება
4.1. მომსახურების გამწევი, მომხმარებლის თანხმობის, მომხმარებლის მითითებით, ან კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, ავრცელებს ინფორმაციას და/ან გადასცემს მესამე პირებს, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობების დაცვით.
4.2. ჩვენ შესაძლოა გადავცეთ ინფორმაცია მესამე პირს, როდესაც მივიჩნევთ, რომ ინფორმაციის გამჟღავნება აუცილებელია კანონის დასაცავად, სხვადასხვა იურიდიული პროცესის სამართავად, მათ შორის:
4.2.1. სამართალდამცავი ან მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში;
4.2.2. თაღლითობის, უსაფრთხოების ან ტექნიკური პრობლემების პრევენციის, იდენტიფიცირების ან სხვაგვარად აღმოფხვრის მიზნით;
4.2.3. უსაფრთხოების, უფლებების ან ნებისმიერი პირის საკუთრების, საჯარო წესრიგის ან მომსახურების გამწევის ინტერესების დაცვის მიზნით.
4.3. თქვენს შესახებ ინფორმაცია შეიძლება გადავცეთ სხვა კომპანიას, კომპანიის შერწყმის გაყოფის და/ან გაყიდვისას, ასევე არსებულ და/ან მომავალ პარტნიორებს, შვილობილ კომპანიებს ან სხვა კომპანიებს, რომლებიც შესაძლოა ფლობდნენ და/ან მართავდნენ ჩვენს კომპანიას.

5. ინფორმაციული უსაფრთხოება
5.1. ჩვენ ვიცავთ თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას არაავტორიზებული გამოყენების, ცვლილებისა და გამჟღავნებისაგან.
5.2. მიუხედავად ჩვენს მიერ შესაბამისი უსაფრთხოების მექანიზმების მიღებისა, თქვენ ადასტურებთ და აღიარებთ, რომ:
5.2.1. არსებობს ინტერნეტის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის შეზღუდვები, რომლებიც ჩვენს კონტროლს სცდება;
5.2.2. თქვენ და მობილურ აპლიკაციასა და სერვისებს შორის გაცვლილი ნებისმიერი ინფორმაციისა და მონაცემების უსაფრთხოება, მთლიანობა და კონფიდენციალურობა არ შეიძლება იყოს გარანტირებული;
5.2.3. ნებისმიერი ასეთ ინფორმაციასა და მონაცემზე შეიძლება წვდომა მოიპოვოს მესამე პირმა, მიუხედავად ჩვენს მიერ პრევენციული ზომების მიღებისა.
5.3. ვინაიდან თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის უსაფრთხოება ნაწილობრივ დამოკიდებულია მოწყობილობის უსაფრთხოებაზე, რომელსაც იყენებთ ჩვენთან კომუნიკაციისთვის გთხოვთ, მიიღოთ შესაბამისი ზომები ამ ინფორმაციის დასაცავად.

6. ცვლილებები და დამატებები
6.1. მომსახურების გამწევი უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები წინამდებარე კონფიდენციალურობის პირობებში. ნებისმიერი სახის ცვლილების და/ან დამატების შემთხვევაში განახლებული კონფიდენციალურობის პირობები გამოქვეყნდება მომსახურების გამწევის ვებგვერდზე და მომხმარებელს ეცნობება ცვლილების შესახებ.
6.2. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ცვლილებასა და/ან დამატებას, მან უნდა შეწყვიტოს მომსახურებით სარგებლობა.
6.3. კონფიდენციალურობის პირობების რომელიმე დებულების ბათილობა, არ იწვევს სხვა დებულებების/პირობების ბათილობას.

7. თანხმობა კონფიდენციალურობის პირობებზე
7.1. თქვენ ადასტურებთ, რომ სრულად გაეცანით კონფიდენციალურობის პირობებს და ეთანხმებით ყველა პირობას.
7.2. მობილური აპლიკაციის, ისევე, როგორც მომსახურების გამოყენებითა და ინფორმაციის ჩვენთვის მოწოდებით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენზე გავრცელდება წინამდებარე კონფიდენციალურობის პირობები.
7.3. თუ თქვენ არ ეთანხმებით, რომ იყოთ შებოჭილნი კონფიდენციალურობის პირობებით, თქვენ არ გაქვთ უფლება გქონდეთ წვდომა, ან გამოიყენოთ FINA POS აპლიკაცია და/ან მომსახურება.

8. კონტაქტი
8.1. გთხოვთ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდეთ 1-ელ მუხლში მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე.

ANYDESK
დატოვეთ შეტყობინება
დაგვიკავშირდით