სიახლეები

   

უკონტაქტო კომერცია - No Contact Commerce


უკონტაქტო კომერცია - ინოვაციური ტექნოლოგია კომპანია FINA-სგან Covid19-ის პირობებში ვაჭრობის უზრუნველყოფისთვის


კომპანია FINA-მ ახალი ინოვაციური პროდუქტი - უკონტაქტო კომერციის ტექნოლოგია დააანონსა, რომელიც კომპანიის განცხადებით უპრეცედენტო გადაწყვეტილებას წარმოადგენს უსაფრთხო ვაჭრობის უზრუნველყოფისთვის, განსაკუთრებით Covid19-ის პირობებში.

FINA-ს გუნდი აქტიურად მუშაობს უკონტაქტო კომერციის ტექნოლოგიაზე და აცხადებს, რომ შემუშავებული სისტემა ვაჭრობისა და კვების ობიექტებს საშუალებას მისცემს პროდუქციის რეალიზაცია მომხმარებლებთან პირდაპირი კონტაქტის გარეშე მოახდინონ. უკონტაქტო კომერციის ახალი ტექნოლოგია სავაჭრო პროგრამული უზრუნველყოფისა და სპეციალურად შექმნილი ავტომატიზირებული დანადგარის კომბინაციას წარმოადგენს.
აღნიშნულ პროდუქტს არაერთი სასარგებლო უპირატესობა ახასიათებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს არ უწევს რიგში დგომა ღია თუ დახურულ სივრცეში და არ აქვს შეხება როგორც მოლარესთან, ასევე ნაღდ ფულთან და საბანკო ბარათებთან. მოცემული ორივე პირობა უზრუნველყოფს სოციალურ დისტანცირებასა და ინფექციის გავრცელების რისკების შემცირებას სავაჭრო ობიექტებში.

ამასთანავე, უკონტაქტო კომერციის ტექნილოგია კომპანიებს საშუალებას აძლევს უზრუნველყონ ჯანდაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნები და რეკომენდაციები, არ შეაჩერონ ვაჭრობა, გაზარდონ ბრუნვა და რაც მთავარია, დაიცვან თავისი თანამშრომლები დაინფიცირების რისკისგან.

როგორც კომპანია FINA-ში აცხადებენ, პროექტის გაშვება მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში იგეგმება.

FINA ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და 9 წლის მანძილზე კომპანიებს პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მუდმივ სიახლეებს სთავაზობს. ამასთან, სტაბილურობა და მაღალი ხარისხი FINA-ს მთავარი ფასეულობებია.

ვაჭრობის, დისტრიბუციის, სასტუმრო, სარესტორნო და სხვა მიმართულების 3000-ზე მეტმა კომპანიამ უკვე გაიმარტივა შიდა პროცესების აღრიცხვა FINA-სთან ერთად.

თვალი ადევნეთ თქვენი ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო მნიშვნელოვან სიახლეებს FINA-ს ოფიციალურ ვებ.გვერდსა www.fina.ge და Facebook გვერდზე www.facebook.com/fina.ge.


3500+
ორგანიზაცია უკვე
იყენებს FINA-ს