სიახლეები

   

MOBILEO - ახალი შესაძლებლობა თქვენი ელექტრონული კომერციისთვის.



Mobileo ეს არის ახალი შესაძლებლობა თქვენი ელექტრონული კომერციისთვის.

Mobileo-ს მეშვეობით კომპანიის მომხმარებელი შეძლებს პროდუქტის არჩევას, შეკვეთის განხორციელებას, გადახდას, ხოლო კომპანია უზრუნველყოფს ადგილზე მიტანას პირადი რესურსით, ან სხვა საკურიერო მომსახურების საშუალებით. შეკვეთის გაფორმების შემდეგ, მომხმარებელს საშუალება ექნება თვალი ადევნოს შეკვეთის სტატუსს და კურიერის ადგილმდებარეობას.

ყველაფერი ერთ აპლიკაციაში თქვენი ბიზნესის ეფექტური მართვისთვის-ეს Mobileo-ს მთავარი კონცეფციაა.

Mobileo იქმნება იმისთვის, რომ ნებისმიერ მსურველ კვებისა და სავაჭრო ობიექტს შესაძლებლობა ქონდეს შუამავალი კომპანიის გარეშე მიიღოს ონლაინ შეკვეთა და დაამუშავოს შეკვეთებთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაცია, ამასთანავე უზრუნველყოს მიწოდება. ეს მათ შესაძლებლობას მისცემს დაზოგონ საკომისიო, რომელსაც აქამდე პროდუქციის გაყიდვისა და ადგილზე მიტანისთვის შუამავალ კომპანიებს უხდიდნენ.

Mobileo-ს სისტემა შედგება 3 ნაწილისგან:
1. მომხმარებლის აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია პროდუქტის არჩევა და შეკვეთა,
2. კომპანიის მხრიდან სავაჭრო ობიექტზე შეკვეთებისა და მიწოდების მართვის აპლიკაცია, რომლის დახმარებით მენეჯერი ადასტურებს შემოსულ შეკვეთას, ახორციელებს დამზადებას და კურიერის მინიჭებას,
3. კურიერის აპლიკაცია, რომლის დახმარებითი იგი ადასტურებს მიღებულ შეკვეთას და ახორციელებს მიწოდებას რუკაზე ლოკაციების დახმარებით.

დაინტერესებულ პირებს უკვე შეუძლიათ შეავსონ საკონტაქტო ინფორმაცია და მიიღონ უფასო კონსულტაცია Mobileo-ს მუშაობის შესახებ
docs.google.com/

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ facebook.com/mobileoapp/ გვერდს.


3500+
ორგანიზაცია უკვე
იყენებს FINA-ს