რატომ FINA?



მართვის ერთიანი სისტემა

ყველა ოპერაცია, რომელიც სრულდება სხვადასხვა მოდულში, რეგისტრირდება საერთო მონაცემთა ბაზაში, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა ერთიანობას. მაგალითად, მოლარეს გაყიდვის ოპერაცია ავტომატურად აისახება ბუღალტერიასა და მენეჯერთან. შედეგად, არ არის საჭირო ერთი პროგრამიდან სხვა პროგრამაში მონაცემების გადატანა, რაც ზრდის შეცდომების ალბათობის რისკს. გარდა ამისა ყველა სტატისტიკური და ანალიტიკური შედეგები მუშაობის რეალურ რეჟიმში არის ხელმისაწვდომი.



თქვენს ბიზნესზე მორგებული გადაწყვეტილება

პროგრამაში წარმოდგნელია მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც დაგეხმარებათ ეფექტურად აღრიცხოთ და მართოთ თქვენი საქმიანობა. პროგრამაში არსებული ფუნქციონალის გარდა, ჩვენი გუნდი მზად არის თქვენი მოთხოვნის საფუძველზე დანერგოს დამატებითი აქტუალური ოპერაციები და ააწყოს ინდივიდუალური ანგარიშგებები.


მარტივი გამოყენებაში

პროგრამის შესწავლის პროცესი არის მარტივი და არ საჭიროებს ღრმა ცოდნას ან გამოცდილებას შესაბამის სფეროში. მრავალფეროვანი ფუნქციონალის ინტერფეისი არის მეგობრული, რაც გაამარტივებს თქვენს მუშაობას და დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო.


კვალიფიციური მხარდაჭერა და მომსახურება

ჩვენი გუნდი გთავაზობთ დახმარებას პროგრამის ეფექტურ დანერგვაში, შესწავლასა და შემდგომ მხარდაჭერაში.


ხელმისაწვდომი ფასები

პროგრამის ძირითადი პროდუქტები დაყოფილია სხვადახვა სიმძლავრის პაკეტებად, რაც საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ საუკეთესო გადაწყვეტილება თქვენი ბიზნესის მოთხოვნების საფუძველზე. გარდა ამისა, თქვენი ბიზნესის განვითარების შესაბამისად შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ უფრო მძლავრი პაკეტების ფუნქციონალით.


სრული IT მომსახურება

პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის გარდა, კომპანია FINA გთავაზობთ სრულ IT მომსახურებას, რაც უზრუნველყოფს თქვენი IT ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობას.


მრავალენოვანი ინტერფეისი

პროგრამის ინტერფეისი წარმოდგენილია სხვადახვა ენაზე, რაც საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ პროგრამა უცხოელ პარტნიორებთან ერთად.


ანალიტიკური რეპორტები

მძლავრი ანალიტიკური და სტატისტიკური რეპორტები საშუალებას გაძლევთ ეფექტურად მართოთ თქვენი ორგანიზაცია და დროულად მოახდინოთ რეაგირება სხვადასხვა ცვლილებაზე.






დაგვიკავშირდით

  ტელ: (+995 32) 219-70-00
  ტელ: (+995 32) 219-29-00
  ელ-ფოსტა:   sales@fina.ge
  მისამართი: ქ. თბილისი, 0179, კოსტავას II შეს. N2
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00

© 2011-2017 FINA