FINA ვაჭრობა

 

მრავალფუნქციური და ეფექტური გადაწყვეტილება გაყიდვების მართვისთვის

FINA „მაღაზია-საწყობი“ წარმოადგენს პროგრამულ უზრუნველყოფას გაყიდვებისა და მარაგების მართვისათვის, რომელიც ერთ ცენტრალიზებულ სისტემაში აერთიანებს POS მოდულს, ელექტრონულ კომერციას, მერჩენდაიზინგს, შეკვეთების, ფინანსებისა და მარაგების მართვას. პროგრამა FINA-ს მოდული "მაღაზია-საწყობი" გამოიყენება საცალო და საბითუმო მაღაზიების, სუპერმარკეტებისა და საწყობების მართვისათვის. პროგრამა მორგებულია ნებისმიერი სპეციფიკის გაყიდვებზე, რაც საშუალებას იძლევა წარმატებით მართოთ ელექტრო-ტექნიკის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო, კოსმეტიკის და სხვა მაღაზიები. პროგრამის ძლიერი ფუნქციონალი საშუალებას იძლევა მართოთ თქვენი პროდუქცია, გამოიყენოთ ლოიალურობის სისტემები, ფასდაკლებისა და სასაჩუქრე ბარათები, აკონტროლოთ მარაგები, აღრიცხოთ პროდუქციის დაბრუნება ან შეცვლა, მიიღოთ შეკვეთები და ა.შ. გარდა პროდუქციასთან დაკავშირებული ოპერაციებისა, პროგრამაში შესაძლებელია შეასრულოთ ფინანსური ოპერაციებიც, მაგ: მომწოდებლისათვის თანხის გადახდა, ავანსის მიღება მომხმარებლისგან, თანხის დაბრუნება. ძლიერი რეპორტინგის სისტემა საშუალებას იძლევა მოახდინოთ მარაგების, გაყიდვების, კრიტიკული რაოდენობების, ყველაზე გაყიდვადი პროდუქტის და ა.შ. ანალიზი. POS მოდული იოლია გამოყენებისათვის და აქვს შტრიხ-კოდების, ფასდაკლებების, სალაროს ანგარიშგებების და სხვა მრავალი ფუნქციის მხარდაჭერა.

 
 

 


შეკვეთა მომხმარებლისგან

მიიღეთ შეკვეთები მომხმარებლებისგან და დაარეზერვეთ საწყობში სასურველი პროდუქცია.


მონაცემების იმპორტი და ექსპორტი

მოახდინეთ მონაცემთა იმპორტი Excel ფაილიდან წინასწარ განსაზღვრული შაბლონის მიხედვით და დააექსპორტეთ ნებისმიერი ტიპის რეპორტი პროგრამიდან Excel ფაილში.


გაყიდვები ინდ.მეწარმეებსა და ორგანიზაციებზე

ორგანიზაციებსა და ინდ.მეწარმეებზე პროდუქციის გაყიდვისას გაგზავნეთ ინვოისები მეილით პირდაპირ პროგრამიდან და ავტომატურად დაბეჭდეთ ჩეკები.


კავშირი RS.ge-სთან

ატვირთეთ და ჩამოტვირთეთ გაყიდვის, შესყიდვისა და შიდა გადაზიდვის ზედნადებები პირდაპირ პროგრამიდან.


ინვენტარიზაცია პლანშეტით

სწორი და რეალური შედეგების მისაღებად მოახდინეთ საწყობში პროდუქციის ინვენტარიზაცია პლანშეტის საშუალებით.


გაყიდვის წერტილის მოდული (POS)

საცალო გაყიდვებისათვის გამოიყენეთ POS მოდული, რომელიც ადაპტირებულია შტრიხ-კოდების სისტემასთან და ამარტივებს გაყიდვის პროცესს.


ხარჯების კონტროლი

აღრიცხეთ პროგრამულად ისეთი ხარჯები, როგორიცაა ქირის გადასახადი, კომუნალური ხარჯები, ტრანსპორტი და სხვ.


კრიტიკული რაოდენობა

ფუნქცია ხელს გიწყობთ, აკონტროლოთ პროდუქციის მინიმალური რაოდენობები საწყობში, რათა დროულად განახორციელოთ საჭირო შეკვეთა.


შენახვის ადგილები

მიუთითეთ თითოეულ პროდუქტს საწყობში განლაგების ადგილი.


გადახდის მეთოდები

გამოიყენეთ და აღრიცხეთ გადახდის განსხვავებული ტიპები, როგორიცაა ნაღდი გადახდა, გადარიცხვა, საკრედიტო ბარათები და ა.შ.


იმპორტთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები

პროდუქტის შეძენისას მიუთითეთ მისი დამატები ხარჯები, როგორიცაა ტრანსპორტირება, საბაჟო გადასახადი და სხვ. რის საფუძველზეც პროგრამა ავტომატურად გამოთვლის პროდუქტის თვითღირებულებას.


ფასის ტიპები

დააწესეთ პროდუქტისათვის განსხვავებული საფასო ტარიფები და მიანიჭეთ ისინი თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალურად.


ანგარიშგებები

გამოიყენეთ მრავალფეროვანი სტატისტიკური რეპორტები მარაგების, გაყიდვების, მომხმარებელთა დავალიანებებისა და მომწოდებლების მიმართ დავალიანებების კონტროლისათვის.


ფასდაკლება

ფასდაკლების, სასაჩუქრე და ბონუს ბარათების მხარდაჭერა. მიანიჭეთ ინდივიდუალური ფასდაკლებები მომხმარებლებს.


შიდა გადაზიდვა მაღაზიებს შორის

მარტივად აღრიცხეთ ერთი მაღაზიიდან მეორეში პროდუქციის მოძრაობა.


საცალო ერთეულების მართვა

თითოეული პროდუქტისათვის სხვადასხვა ოპერაცია შესაძლოა განხორციელდეს განსხვავებული ერთეულებით. მიიღეთ პროდუქტი ყუთით და გაყიდეთ ცალობით.


მომხმარებლის პრივილეგიების მართვა

დაუწესეთ პროგრამის თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალური პრივილეგიები. მიანიჭეთ მათ მხოლოდ განსაზღვრულ ოპერაციებთან, საწყობებსა და სალაროსთან წვდომა.

ორგანიზაცია

უკვე იყენებს FINA-ს
დაგვიკავშირდით

  ტელ: (+995 32) 219-70-00
  ტელ: (+995 32) 219-29-00
  ელ-ფოსტა:   sales@fina.ge
  მისამართი: ქ. თბილისი, 0179, კოსტავას II შეს. N2
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00

© 2011-2017 FINA