FINA რესტორანი

 

მრავალფუნქციური და ეფექტური გადაწყვეტილება თქვენი რესტორნის ავტომატიზაციისათვის

FINA რესტორანი გამოიყენება ნებისმიერი ტიპის კვების ობიექტში: რესტორნებში, ბარებში, ღამის კლუბებში, სწრაფი კვების ობიექტებსა და მიტანის სერვისებში. პროგრამა მარტივია გამოსაყენებლად და მოიცავს მრავალფეროვანი ფუნქციების ნაკრებს, რაც საშუალებას იძლევა განახორციელოთ მაღალხარისხიანი მომსახურება და ეფექტურად მართოთ თქვენი ბიზნესი.

FINA რესტორანი მუშაობს როგორც სენსორულ ეკრანებზე, ასევე სამაგიდო კომპიუტერებსა და პლანშეტებზე. პროგრამა შედგება ბექ-ოფისის, მარაგების კონტროლის, ანგარიშგებების, გაყიდვის წერტილებისა და სამზარეულოს მონიტორინგისგან. მენეჯერებს შეუძლიათ მარტივად შექმნან რესტორნის დარბაზი და განათავსონ იქ განსხვავებული ტიპისა და ზომის მაგიდები, შეიმუშავონ მენიუ შესაბამისი ფასებითა და კალკულაციებით, დააწესონ პრივილეგიები მიმტანებისათვის, მიიღონ მრავალფეროვანი ანგარიშგებები და შეკვეთებთან დაკავშირებული სტატისტიკური რეპორტები, მართონ მომწოდებლისადმი გადახდები და აკონტროლონ მარაგები. მიმტნებს შეუძლიათ დაარეზერვონ მაგიდები და მიიღონ შეკვეთები, დაბეჭდონ ჩეკები, გამოიყენონ გადახდის განსხვავებული ფორმები, გაყონ ჩეკი მომხმარებლების მიხედვით, გააერთიანონ მაგიდები, მიიღონ შეკვეთა მიტანის სერვისისთვის. მხოლოდ მენეჯერს შესაბამისი პრივილეგიებით შეუძლია გაანულოს, შეცვალოს ან აღადგინოს შეკვეთა.

 
 

 


ფასებისა და მენიუს მართვა

შექმენით მენიუ და მიანიჭეთ ფასები. თითოეული კერძის დამზადებისათვის მითითებული კალკულაცია საშუალებას იძლევა მოახდინოთ წარმოების პროცესი ავტომატურად.


ფასდაკლებები

ფასდაკლების გაკეთება მარტივია და შესაძლებელია მიენიჭოს როგორც დამოუკიდებლად რომელიმე კერძს, ასევე მთლიანად შეკვეთასაც.


გადახდის განსხვავებული ფორმები

მომხმარებელს შეუძლია მოახდინოს გადახდა როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ფორმით. გარდა ამისა, ჩესაძლებელია კონსიგნაციის გაფორმებაც.


ჩეკის გაყოფა

მიიღეთ შეკვეთა თითოეული მომხმარებლისგან ინდივიდუალურად და დაუბეჭდეთ მათ დამოუკიდებელი ჩეკები შეკვეთის, თანხის ან რაოდენობის მიხედვით.


მიმტანის შეცვლა

მიმტანებს საშუალება აქვთ გადასცენ საკუთარი მაგიდის მომსახურება სხვა მიმტანს.


მაგიდების გაერთიანება

გააერთიანეთ რამოდენიმე მაგიდა ერთ დიდ სუფრად და მიიღეთ საერთო შეკვეთა და გადახდა.


სწრაფი კვება

სწრაფი კვების მოდული - ეს არის მოქნილი და სრულყოფილი სისტემა, რომელიც სპეციალურად შეიქმნა შეკვეთის მიღებისა და გადახდის პროცესის გასამარტივებლად.


ანგარიშგებები

დაბეჭდეთ და გააანალიზეთ რესტორანთან და შეკვეთებთან დაკავშირებული რეპორტები.


დარბაზებისა და მაგიდების მართვა

შექმენით რეალური სიტუაციის ანალოგი პროგრამაში: განათავსეთ განსხვავებული ტიპისა და დიზაინის მაგიდები შესაბამის დარბაზებში.


კალკულაციების მართვა

ფუნქცია საშუალებას იძლევა მოახდინოთ კერძის კალკულაციის მოდიფიცირება მომხმარებლის სურვილის შესაბამისად. შესაძლებელია არასტანდარტული კერძის შექმნაც.


შეკვეთებისა და ჩეკის ბეჭდვა

დაბეწდეთ წინასწარი და საბოლოო ჩეკები მომხმარებელთათვის, ასევე დასამზადებელი კერძების ჩეკი მზარეულისათვის.


შეკვეთის შეცვლა/წაშლა

მინიჭებული უფლების შემთხვევაში პროგრამის ადმინისტრატორს საშუალება აქვს გააუქმოს ან შეცვალოს შეკვეთა რომელიმე კერძზე ან სრულად.


მაგიდის შეცვლა

მომხმარებლის სურვილის საფუძველზე შესაძლებელია მოხდეს შეკვეთის გადატანა ერთი მაგიდიდან მეორეზე.


პრივილეგიების მართვა

პროგრამის ადმინისტრატორს საშუალება აქვს შექმნას მომხმარებლები და მიანიჭოს მათ განსაზღვრულ ოპერაციებთან წვდომის უფლება.


მომხმარებლის მონაცემების რეგისტრაცია

მიმტანს საშუალება აქვს, მიუთითოს მომხმარებელი შეკვეთის მიღებისას, რაც საშუალებას იძლევა გამოვწეროთ ამ მომხმარებელზე შესაბამისი ზედნადები.


მიტანის სერვისი

მიიღეთ შეკვეთები კერძის მიტანაზე ან Take Out-სთვის.

ორგანიზაცია

უკვე იყენებს FINA-ს
დაგვიკავშირდით

  ტელ: (+995 32) 219-70-00
  ტელ: (+995 32) 219-29-00
  ელ-ფოსტა:   sales@fina.ge
  მისამართი: ქ. თბილისი, 0179, კოსტავას II შეს. N2
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00

© 2011-2017 FINA