FINA სასტუმრო

 

მრავალფუნქციური და ეფექტური გადაწყვეტილება თქვენი სასტუმროს ავტომატიზაციისათვის

პროგრამა FINA-ს სასტუმროს მოდული სპეციალურად არის შემუშავებული, რათა მაქსიმალურად გაამარტივოს სასტუმროების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყოველდღიური ოპერაციების აღრიცხვა და პრობლემების გადაჭრა.

FINA-ს საშუალებით თქვენ იღებთ ძლიერ ტექნოლოგიურ ინსტრუმენტს, რომელიც გაწოდებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას თქვენი ორგანიზაციის თითოეული ასპექტის შესახებ და გეხმარებათ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებაში, რაც მაქსიმალურად ამცირებს დამატებით ხარჯებს, ზრდის მომსახურების ხარისხს, იძლევა ინვენტარიზაციის სწორ შედეგს და რაც მთავარია, ზრდის თქვენი სტუმრის კმაყოფილების დონეს.

"FINA სასტუმრო" მართვის სანდო სისტემაა, რომელიც შემუშავებულია იმისთვის, რომ უზრუნველყოს სერვისის გაუმჯობესება მომხმარებლის ორგანიზაციაში. პროგრამის უპირატესობას ადვილად გასაგები და მოსახმარი ინტერფეისი წარმოადგენს, რომელიც რეგისტრატურას საშუალებას აძლევს ზედმეტი დროის ხარჯვის გარეშე, სწრაფად მიიღოს და გააფორმოს ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია სტუმრის მომსახურებისათვის. ამ მიზნით შემუშავებული მოდული "FINA სასტუმრო" უზრუნველყოფს თქვენი პერსონალისა და სტუმრების თითოეულ მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 
 

 


ნომრის დაჯავშნა

დაჯავშნეთ ერთი ან რამოდენიმე ოთახი ნებისმიერი პერიოდისთვის და აკონტროლეთ სტუმრების რაოდენობა.


ანგარიშსწორება

გააფორმეთ მომხმარებლებთან ანგარიშსწორება სხვადასხვა ვალუტაში და შესთავაზეთ მათ ფასდაკლებები.


Check In და Check Out

აკონტროლეთ სტუმრების შემოსვლისა და გასვლის თარიღები თქვენს სასტუმროში.


ოთახებისა და ფასების მართვა

მარტივად შექმენით სასტუმროს ოთახები, შეიმუშავეთ მათი ტიპები და მიანიჭეთ შესაბამისი ფასები. დააწესეთ განსხვავებული ღირებულებები ოთახებისათვის სეზონების მიხედვით.


დამატებითი მომსახურების დარიცხვა

თითოეული სტუმრისთვის შესაძლებელია სხვადასხვა დამატებითი მომსახურების დარიცხვა, მაგ: ქიმწმენდა, ტექნიკური მომსახურება და ა.შ.


ოთახების სტატუსების კონტროლი

აკონტროლეთ თავისუფალი და დაკავებული ოთახების რაოდენობები, ოთახების დასუფთავების სტატუსი და პროგრამულად დაავალეთ თქვენს თანამშრომელს ოთახის დალაგება.


მრავალენოვანი და ადაპტირებადი ინვოისი

სასტუმროს მოდული ავტომატურად აგენერირებს ინვოისს სამ განსხვავებულ ენაზე. ინვოისის გამოწერა შესაძლებელია როგორც მომხმარებელზე, ასევე კონკრეტულ პროდუქტსა და მომსახურებაზე.


ოთახების დატვირთვის დიაგრამა

აკონტროლეთ თავისუფალი, დაჯავშნული და დაკავებული ოთახები სპეციალურად შემუშავებული ოთახების დატვირთვის დიაგრამის საშუალებით.


გადახდა სტუმრების მიხედვით

მოახდინეთ გადახდა ინდივიდუალურად თითოეული სტუმრისთვის და მიაწოდეთ მათ შესაბამისი დოკუმენტები.


ოთახის შეცვლა

საჭიროების შემთხვევაში აღრიცხეთ სტუმრის გადასვლა სასტუმროს ერთი ნომრიდან მეორეში.


მოთხოვნების რეგისტრაცია

აღრიცხეთ მომხმარებლების მოთხოვნები და შენიშვნები, მიანიჭეთ მათ პრიორიტეტის დონე და მიუთითეთ მოთხოვნის შემსრულებელი თანამშრომელი.


მინი ბარი

აკონტროლეთ პროდუქცია, რომელსაც სტუმარი მინი ბარიდან იყენებს და დაარიცხეთ სტუმარს შესაბამისი მომსახურება.


გადახდის ფორმები

აღრიცხეთ გადახდა როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ფორმით პირდაპირ დაჯავშნის მოდულიდან.


მობილური ტელეფონით მართვა

აკონტროლეთ დასალაგებელი ოთახები და მოახდინეთ პროდუქციის რაოდენობის მართვა მინი ბარში მობილური ტელეფონის საშუალებით.

ორგანიზაცია

უკვე იყენებს FINA-ს
დაგვიკავშირდით

  ტელ: (+995 32) 219-70-00
  ტელ: (+995 32) 219-29-00
  ელ-ფოსტა:   sales@fina.ge
  მისამართი: ქ. თბილისი, 0179, კოსტავას II შეს. N2
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00

© 2011-2017 FINA