FINA დისტრიბუცია

 

მრავალფუნქციური და ეფექტური გადაწყვეტილება დისტრიბუციის მართვისთვის

FINA დისტრიბუცია წარმოადგენს ანდროიდ სისტემაზე ინტეგრირებულ სპეციალურ პროგრამას, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მთავარ ოფისთან და იმართება მის მიერ. FINA დისტრიბუცია განკუთვნილია სადისტრიბუციო კომპანიებისთვის და გამოიყენება როგორც წინასწარი შეკვეთების (Pre-Selling) დროს, ასევე ბორტიდან გაყიდვებისას (VAN-Selling).

FINA დისტრიბუცია გამოირჩევა მრავალფეროვანი ფუნქციონალით. დისტრიბუტორს საშუალება აქვს მობილური აპლიკაციის საშუალებით განახორციელოს ისეთი ოპერაციები, როგორიცაა: ბორტიდან გაყიდვა, თანხისა და შეკვეთის მიღება, საქონლის დაბრუნება და სხვა. პროგრამა ავტომატურად ტვირთავს სასაქონლო ზედნადებს, როგორც სათაო ოფისის ბაზაში, ასევე პორტალზე RS.ge.

FINA დისტრიბუცია ინტეგრირებულია FINA ბუღალტერიის მოდულთან, რის საფუძველზეც ავტომატურად ხდება დისტრიბუციის მოდულში აღრიცხული ოპერაციების შესაბამისი ბუღალტრული გატარებების განხორციელება.

 
 

 


დისტრიბუციის მხარდაჭერა

Pre-Selling და VAN-Selling სრული ფუნქციონალი.


კავშირი და სინქრონიზაცია პოკეტსა და სერვერს შორის

ნებისმიერი ცვლილება პოკეტსა და სერვერზე ავტომატურად აისახება ორივე სისტემაში.


შეკვეთები

პროგრამის საშუალებით მარტივად არის შესაძლებელი მყიდველისგან შეკვეთის მიღება, ამავე შეკვეთისათვის ფასისა და პირობების განსაზღვრა, მოგვიანებით კი შეკვეთის რეალიზაციად გარდაქმნა და დოკუმენტის სახით პორტალ RS.ge-ზე ატვირთვა. შეკვეთის მიღება შესაძლებელია როგორც სათაო ოფისში, ასევე პირდაპირ პოკეტის საშუალებითაც.


მაღაზიის მიბმა სავაჭრო აგენტთან

პროგრამის საშუალებით შესაძლებელია თითოეულ დისტრიბუტორს მიენიჭოს კონკრეტული მომხმარებლები, შესაბამისად სავაჭრო აგენტი გაყიდვას შეძლებს მხოლოდ მინიჭებულ მაღაზიებზე.


დისტრიბუციის ზედნადები

ავტომატიზირებული პროცესი დაგეხმარებათ მარტივად და სწრაფად მოამზადოთ და ატვირთოთ დისტრიბუციის ზედნადები RS.ge-ზე როგორც ცენტრალური ოფისიდან, ასევე პოკეტიდან. პოკეტიდან ინფორმაციის გაგზავნა პორტალზე შესაძლებელია მაშინაც კი, როცა კავშირი მთავარ სერვერთან შეფერხებულია.


დისტრიბუციის რეპორტები

დისტრიბუციისათვის სპეციალურად შემუშავებული რეპორტები დაგეხმარებათ მარტივად დაამუშავოთ საქონელთან, მყიდველებთან და სავაჭრო აგენტებთან დაკავშირებული მონაცემები.


დოკუმენტების გააქტიურება RS.ge-ზე

გაააქტიურეთ, გააუქმენ ან დაასრულეთ რეალიზაციის, დისტრიბუციისა და შიდა გადაზიდვის ზედნადებები პორტალზე პირდაპირ პროგრამიდან.


ბორტის დატვირთვა

მიღებული შეკვეთების საფუძველზე მარტივად არის შესაძლებელი ბორტის დატვირთვა შეკვეთის შესაბამისი საქონლით.


საქონლის რეალიზაცია

პოკეტის საშუალებით მარტივად ხდება საქონლის გაყიდვა სხვადასხვა ფასის ტიპით, გადახდის პერიოდითა და პირობებით. პოკეტიდანვე ხდება ფასდაკლების გაკეთება და ქვე-ზედნადების არვირთვა.


პრივილეგიების მინიჭება

შესაძლებელია პოკეტში ყველა ოპერაციისათვის წვდომის დონის განსაზღვრა და დაწესება.


თანხის მიღება

პოკეტიდან შესაძლებელია დააფიქსიროთ მომხმარებლისგან მიღებული თანხები და ავანსები.


საქონლის დაბრუნება და კონტროლი

მარტივად დააფიქსირეთ პოკეტის საშუალებით მომხმარებლისგან საქონლის დაბრუნება და ატვირთეთ შესაბამისი დოკუმენტი RS.ge-ზე. ასევე პოკეტის სპეციალური ფუნქცია სავაჭრო აგენტს მისცემს საშუალებას დააბრუნოს მომხმარებლისგან მხოლოდ თქვენი ორგანიზაციის მიერ მიყიდული პროდუქტი.


მყიდველების აღწერა

პოკეტის საშუალებით მარტივად აღწერთ თქვენი მყიდველების მაღაზიათა სასაქონლო ნაშთს, გამოთვლით მათ მიერ რეალიზებული პროდუქტის რაოდენობასა და ღირებულებას.


ანგარიშგებები

სპეციალურად პოკეტისათვის შექმნილი რეპორტები საშუალებას მისცემს თქვენს დისტრიბუტორს მიიღონ სხვადასხვა სახის ინფორმაცია მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ.


ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა

პოკეტი საშუალებას გაძლევთ გაყიდვის ზედნადების საფუძველზე, მთავარ სერვერზე ავტომატურად მომზადდეს შესაბამისი მყიდველების ანგ-ფაქტურები.


მყიდველთა დავალიანების კონტროლი

პოკეტის რეპორტებით შესაძლებელია მუდმივად იყოთ ინფორმირებული მყიდველის დავალიანების შესახებ და მიიღოთ როგორც ჯამური, ასევე დეტალური ინფორმაცია.


ვიზიტი მყიდველთან

პოკეტის საშუალებით დისტრიბუტორს შეუძლია გამიჯნოს ერთმანეთისგან მაღაზიები სადაც უკვე იყო და სადაც ჯერ არ განუხორციელებია ვიზიტი.


წვდომა რეალურ ნაშთთან

დისტრიბუტორს საშუალება აქვს ონლაინ რეჟიმში შეამოწმოს სასაქონლო ნაშთები მთავარ საწყობში პორდაპირ პოკეტიდან. ეს გამორიცხავს ამოწურული პროდუქტის შეკვეთის ალბათობას.


ლიმიტები

ლიმიტების კონტროლით შესაძლებელია დისტრიბუტორს შეეზღუდოს იმ მომხმარებლისათვის პროდუქციის მიყიდვა, რომლის დავალიანებაც აღემატება განსაზღვრულ მაჩვენებელს.


კავშირი ბუღალტერიასთან

პოკეტში განხორციელებული ყველა ოპერაცია ავტომატურად აისახება ბუღალტრულ მოდულში და ხდება შესაბამის ანგარიშებზე გატარებები.

ორგანიზაცია

უკვე იყენებს FINA-ს
დაგვიკავშირდით

  ტელ: (+995 32) 219-70-00
  ტელ: (+995 32) 219-29-00
  ელ-ფოსტა:   sales@fina.ge
  მისამართი: ქ. თბილისი, 0179, კოსტავას II შეს. N2
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00

© 2011-2017 FINA