FINA ბუღალტერია

 

მრავალფუნქციური და ეფექტური გადაწყვეტილება ბუღალტრული აღრიცხვისთვის

FINA ბუღალტერია არის სრულყოფილი ბუღალტრული პროგრამა, რომელიც კავშირშია სასაწყობე მოდულთან და მასთან ერთად წარმოადგენს ერთიან სისტემას. სავაჭრო ოპერაციები (შესყიდვა, გაყიდვა, დაბრუნება, შიდა გადაზიდვა და სხვ.), რომლებიც შესრულებულია ოპერატორ მოდულში ავტომატურად აისახება ბუღალტერიაში და ამარტივებს ბუღალტრული აღრიცხვის ოპერაციებს, რაც თავის მხრივ გამორიცხავს შეცდომებს. ბუღალტრული მოდული მოიცავს მრავალფეროვან ფუნქციონალს და გამოიყენება ყველა ტიპის ბიზნესისათვის.

FINA ბუღალტერია ერთიან სისტემას ქმნის არამხოლოდ სასაწყობე მოდულთან, არამედ FINA კაფე-რესტორანთან, სასტუმროსთან, წარმოებასთან, დისტრიბუციასთან და ა.შ. რაც საშუალებას იძლევა ნებისმიერი ბიზნესი გავაანალიზოთ არამხოლოდ სპეციფიკურ ჭრილში, არამედ ფინანსური კუთხითაც.

FINA ბუღალტერია მოიცავს ნაღდ და უნაღდო თანხებთან დაკავშირებულ ოპერაციებს, ხელფასების დარიცხვის სისტემას, ძირითად საშუალებებსა და მასთან დაკავშირებულ ოპერაციებს, ბანკის ამონაწერის მართვის სისტემას, დამატებითი ხარჯების დარიცხვასა და მრავალ არასტანდარტულ ოპერაციას შესაბამისი ანგარიშების მითითების საფუძველზე. მოდულის ძლიერი რეპორტინგის სისტემა საშუალებას იძლევა გავაანალიზოთ ბუღალტრული შედეგები ბრუნვითი უწყისის, ანგარიშის ბარათების, ბალანსის, Cash-Flow და სხვა მნიშვნელოვანი ანგარიშგებების საფუძველზე.

 
 

 


კადრები და ხელფასები

გააფორმეთ თქვენი თანამშრომლები. მიუთითეთ მათი ფიქსირებული თუ გამომუშავებული ხელფასები, დაარიცხეთ დაზღვევა, პრემია და სხვა ბონუსები.


ძირითადი საშუალებები

მარტივად აღრიცხეთ ძირითად საშუალებებთან დაკავშირებული ოპერაციები: შეძენა, ექსპლუატაციაში გაშვება, გადაზიდვა, ინვენტარიცაზია, გაქირავება, ჩამოწერა, გაყიდვა და სხვა. დაარიცხეთ როგორც ფინანსური, ასევე საგადასახადო ცვეთა ავტომატურად.


ბანკისა და სალაროს ოპერაციები

ჩატვირთეთ მარტივად ბანკის ამონაწერი პროგრამაში და გაატარეთ შესაბამისი ოპერაციები სწრაფად და ეფექტურად. აღრიცხეთ თანხის მოძრაობა სალაროებსა და საბანკო ანგარიშებს შორის.


ანგარიშსწორება დებიტორებთან და კრედიტორებთნ

გააფორმეთ გაცემული და მიღებული თანხები. მიიღეთ ინფორმაცია დავალიანებების შესახებ სპეციალური რეპორტების საშუალებით.


ზედნადებებისა და ანგ.ფაქტურების ატვირთვა RS.ge-ზე

ატვირთეთ, დაასრულეთ ან გააუქმეთ ნებისმიერი ზედნადები RS.ge-ზე როგორც მომენტალურად, ასევე გადავადებით. გამოწერეთ ანგარიშ-ფაქტურები და გააგზვნეთ შემოსავლების სამსახურის პორტალზე.


ზედნადებების ჩამოტვირთვა RS.ge-დან

ჩამოტვირთეთ პროგრამაში შესყიდვის, შიდა გადაზიდვის, უკან დაბრუნებისა და დისტრიბუციის ზედნადებები, რომლებიც პროგრამაში ავტომატურად აისახება ბუღალტრული გატარებების სახით.


სესხების აღრიცხვა

მიიღეთ და გაეცით როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი სესხები. დაარიცხეთ პროცენტები და განახორციელეთ მათი გადახდები.


ხარჯების აღრიცხვა

აღრიცხეთ სხვადასხვა სახის ხარჯი (კომუნალური, სატრანსპორტო და სხვ.) და დაარიცხეთ როგორც სტანდარტულ, ასევე არასტანდარტულ ანგარიშებს.


მომხმარებლების პრივილეგიები

დაუწესეთ თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალური შესვლის სახელი და პაროლი, მიანიჭეთ მათ წვდომა განსაზღვრულ ოპერაციებთან, საწყობებთან, სალაროებთან და საქონლის ჯგუფებთან.


ცვლილებებისა და წაშლილი ოპერაციების რეესტრი

იხილეთ სპეციალურ ჟურნალში ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელმა მომხმარებელმა როდის და რა ოპერაცია შეცვალა თუ წაშალა.


ფულის მოძრაობა

პროგრამის ანალიზური კოდები დაგეხმარებათ შემოსული და გასული თანხების კატეგორიებად დალაგებასა და შესაბამისი ინფორმაციის დამუშავებაში.


თვითღირებულების გადათვლა და გამოთვლის მეთოდები

თ/ღ-ს გამოთვლა შესაძლებელია როგორც საშუალო, ასევე FIFO მეთოდით. შესაძლებელის თ/ღ-ს ავტომატური გადათვლა მითითებულ პერიოდში ან ცალკეული საქონლისათვის.


ბრუნვითი უწყისი

პროგრამაში გატარებული ოპერაციები ავტომატურად აისახება ბრუნვითი უწყისის შესაბამის ანგარიშებზე, რაც საშუალებას იძლევა ფინანსურ ბრუნვასთან ერთად ვაკონტროლოთ რაოდენობრივი მონაცემებიც, ჩავშალოთ იგი დონეებად და გავაანალიზოთ ანგარიშები.


გადაფასება და კონვერტაცია

პროგრამა საშუალებას გაძლევთ, მითითებული კურსით გადააფასოთ ის ანგარიშები, რომლებსაც აქვთ სავალუტო ბრუნვა. ასევე, მარტივად შესაძლებელია მოახდინოთ თანხის კონვერტაცია როგორც ბანკში, ისე სავალუტო ჯიხურში.

ორგანიზაცია

უკვე იყენებს FINA-ს
დაგვიკავშირდით

  ტელ: (+995 32) 219-70-00
  ტელ: (+995 32) 219-29-00
  ელ-ფოსტა:   sales@fina.ge
  მისამართი: ქ. თბილისი, 0179, კოსტავას II შეს. N2
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00

© 2011-2017 FINA